
ინგლისურად მითარგმნე: თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლამ სემინარი მზია ამაღლობელს და რეჟიმის ტყვეებს მიუძღვნა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლამ სემინარი მზია ამაღლობელს და ივანიშვილის რეჟიმის ტყვეებს მიუძღვნა.
„ეძღვნება მზია ამაღლობელის და რეჟიმის ყველა პოლიტიკური პატიმრის სამოქალაქო გმირობას.
ჩვენი სკოლა მეოთხედი საუკუნეა, ერთგულად ემსახურება საქართველოში სამოქალაქო და დემოკრატიული კულტურის დამკვიდრებას, ეროვნულად და სამართლებრივად მოაზროვნე და მოქმედი პიროვნების ჩამოყალიბებას.
ავტორიტარულმა მმართველობამ ქვეყნის განვითარების ამ ევროპულ გზას გაუგონარი საფრთხე შეუქმნა.
მზია ამაღლობელი და სისტემის ათეულობით სხვა პატიმარი ახლა რეჟიმისადმი დაუმორჩილებლობის გამო ისჯება. სკოლის გასული სემინარი სწორედ ამ ადამიანების სამოქალაქო გმირობას მიეძღვნა,“ – აღნიშნულია თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მზია ამაღლობელი დამოუკიდებელი გამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. იგი უკანონო პატიმრობაშია და პირველი ქალი პოლიტიკური პატიმარია საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.
თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა 1999 წლიდან არსებობს. სკოლა ემსახურება საქართველოში დემოკრატიული კულტურის ჩამოყალიბებას, სამოქალაქო და სახელმწიფო სივრცეებისთვის ევროპულად მოაზროვნე ახალგაზრდა ლიდერების ფორმირებას.
სკოლა ფუნქციონირებს ევროპის საბჭოს ეგიდით, აშშ-ს, ევროკავშირის და მისი ცალკეული წევრი სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით.