blog

დიალოგი ევროპული დემოკრატიული მომავლისთვის - დღეს, 8 ივნისს სომხეთში, დილიჟანში, სწორედ ამ თემაზე გაიხსნა თბილისისა და ერევნის პოლიტიკური სწავლების სკოლების ერთობლივი სემინარი. 

შეხვედრა ორგანიზებულია საქართველოსა და სომხეთში ესტონეთის საელჩოს, საქართველოში ევროპის კავშირის წარმომადგენლობისა და საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით. 

სემინარზე, რომელსაც 26 ქართველი, ამდენივე სომეხი მონაწილე და 5 თვალსაჩინო საერთაშორისო ექსპერტი ესწრება, აქცენტები დასმულია სამხრეთ კავკასიის რეგიონისათვის ევროპული სივრცის უალტერნატივობაზე; დემოკრატიული მომავლის ფორმირებაში სამოქალაქო საზოგადოების შეუცვლელ, ეფექტიან ძალაზე; გეოპოლიტიკური ფაქტორების გავლენებზე; ჰიბრიდული ომის, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის უარყოფით ეფექტებზე. 

სემინარზე ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ საქართველომ და სომხეთმა, სხვადასხვაგვარი გამოცდილების, მაგრამ მძიმე გამოწვევების მქონე ამ ორმა მეზობელმა ქვეყანამ, უნდა მოახერხოს და თავი დააღწიოს კრემლის ეგზისტენციურ საფრთხეებს და შექმნას შეუქცევადი დემოკრატიზაციისა და ევროპული ინტეგრაციის პირობები.

სკოლის შესახებ

თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, დაარსდა 1999 წელს. ვრცლად