GEO ENG
Search
Go
August 2021
M T W T F S S
      1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31      

Poll

Do you like our site?

Yes No I do not know
Vote Results

სვანეთის შთაბეჭდილებები

ეს იყო ჩემი პირველი მოგზაურობა სვანეთში და პირველი მოგზაურობა იქ სადაც ზღაპარი და რეალური გარემო ისე არის გადახლართული ერთმანეთში, ძნელია გაიგო სად იწყება ერთი და სად მთავრდება მეორე.
მაგრამ სვანეთი მაინც უფრო ზღაპარია, ამიტომ გამოგიტყდებით და ცოტა გამიჭირდა პოლიტიკაზე, არჩევნებზე და დემოკრატიაზე ფიქრი, დევები მიხმობდნენ და მეც მათთან თამაში მინდოდა, მინდოდა მერბინა უშგულის ალპურ მდელოებზე, მინდოდა მეხეტიალა კოშკიდან კოშკში, მინდოდა მებანავა ენგურის სათავეში, მინდოდა უშბის წვერზე შევხვედროდი მზის ამოსვლას.

როდესაც ზეცასთან ასე ახლოს ხარ, ალბათ მიწიერზე ძნელია ფიქრი.

კალაზე ყოფნისას მცირე ზომის კარი აღმოვაჩინე, რომელიც რაღაც შუალედური იყო კარსა და ფანჯარას შორის, შეუძლებელია იმ განცდის გადმოცემა რასაც ამ კარის ჭრილში ჯდომისას გრძნობ, თითქოს სულის რაღაც მიუწვდომელ ადგილებში შეაღე კარი.
და ახლა თბილისში ყოველდღიურობით დამიწებული ვნატრობ რომ ვიჯდე, მუზეუმის ფოიეში, სვანეთის ხედებით გარშემორტყმული, ვუსმენდე სვანურ სიმღერას და ვწერდე ზღაპარს, ზღაპარს მოსეზე უშგულიდან, რომელმაც არ იცის ვინ არის სარკოზი, რომელიც დღისით დევებთან თამაშობს, ღამით კი ანგელოზების გალობაზეიძინებს.
                                                                              კონსტანტინე ქამუშაძე

03.06.2014


<< back
Council of Europe
International Network
Publications
Gallery
Golden Fund
Online Application
Tbilisi School of Political Studies. © 2009 - 2021 - All rights reserved
Designed by Makhviladze.com