GEO ENG
ივნისი 2021
 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30     

გამოკითხვა

მოგწონთ ჩვენი განახლებული ვებ–გვერდი?

დიახ არა არ ვიცი
წინ შედეგები

პოლიტიკური კონტრასტები ქობულეთში

სკოლის სემინარი 20-21 თებერვალს ამჯერად ქობულეთში გაიმართა და დისკუსიის ძირითადი დრო თანამედროვე საქართველოს დემოკრატიის მთავარ  გამოწვევებს დაეთმო.  განსაკუთრებული აქცენტი  ქართულ-რუსული ურთიერთობების პერპექტივაზე გააკეთეს საქართველოში შვეიცარიის ელჩმა გიუნტერ ბეხლერმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ. საქართველოს ეკონომიკური  განვითარების საკუთარი ხედვა წარმოადგინა ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანმა კახა ბენდუქიძემ. ასევე ყოფილი ხელისუფლების  წარმომადგენელმა, ოპოზიციური  ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელმა მდივანმა მიხეილ მაჭავარიანმა იმ დაშვებულ შეცდომებზე გაამახვილა ყურადღება რის გამოც მისი პარტია გასულ საპარლამენტო არჩევენებში დამარცხდა. ცნობილი რუსი ჟურნალისტი მატვეი განაპოლსკი კი, შეეცადა გარეშე დამკვირვებლის თვალით შეეფასებინა საქართველოში მიმდინარე მოვლენები. მთლიანობაში კი, სკოლის ამ სემინარმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ სკოლა კვლავაც  პოლიტიკური პლურალიზმის ერთგულია და მისი კარი ყოველთვის ღიაა სხვადასხვა მოსაზრებებისა  თუ პოლიტიკური შეხედულების  მქონე ადამიანებისათვის. სკოლის დამფუძნებელმა და დირექტორმა არმაზ ახვლედიანმა ქობულეთში გამართულ ამ სემინარს კონტრასტული სწორედ ამ აზრთა მრავალფეროვნების გამო უწოდა.
სკოლის ეს სემინარი ცნობილი ქართველი რეჟისორის თენგიზ აბულაძის 90 წლისთავს მიეძღვნა.
                                                                           

25.02.2014


<< უკან დაბრუნება
Council of Europe
საერთაშორისო ქსელი
პუბლიკაციები
გალერეა
მემკვიდრეობა
გახდი მსმენელი

სიახლეები

პარასკევი, 01 მაისი 2020
შაბათი, 25 აპრილი 2020
ორშაბათი, 15 აგვისტო 2016
ხუთშაბათი, 16 ივნისი 2016
ხუთშაბათი, 19 მაისი 2016
ხუთშაბათი, 28 აპრილი 2016
სხვა სიახლეები
Tbilisi School of Political Studies. © 2009 - 2021 - All rights reserved
Designed by Makhviladze.com