GEO ENG
ივნისი 2021
 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30     

გამოკითხვა

მოგწონთ ჩვენი განახლებული ვებ–გვერდი?

დიახ არა არ ვიცი
წინ შედეგები

ყველა სემინარს აქვს თავისი ნიში, თავისი საფიქრალი...

ყველა სემინარს აქვს თავისი ნიში, თავისი საფიქრალი...
ყველა სემინარს აქვს თავისი ნიში, თავისი საფიქრალი, თავისი განწყობა, 
თავისი ლანდშაფტი და კლიმატი, თავისი ყვავილებიც კი...
მე ვარ მოქალაქე... თავისთავად მოვიდა გონებაში ეს ფრაზა პირველსიტყვად,
 როგორც სემინარის საკვანძო ფრაზა. (ქართული ზმნა ისეთი დომინანტურია, 
რომ ნაცვალსახელს უსარგებლოს ხდის), უფრო სწორად, ვარ მოქალაქე! 
ფორმალურით დაწყებული, უამრავ წინააღმდეგობას იტევს სიტყვათა
 ამ კომბინაციის არსი, არადა,  სწორედ წინააღმდეგობაა ნებისმიერი ვითარების სული!
თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის 20-21 თებერვლის  ქობულეთის
 სემინარის სამუშაო თემის საკვანძო სიტყვა იყო „გამოწვევა“ 
(როგორც „წინააღმდეგობის“ იდეალური შედეგი). ასეთ დისკურსში ყოველთვის იკვეთება (სულ ცოტა) ორი საპირისპირო დინება.
 საპირისპირო, მაგრამ ერთმანეთისგან განუყოფელო, გაუმიჯნავი...  ვთქვათ,
 სტრუქტურალიზმის ბინარული წყვილები: უმი და მოხარშული, ქალი და კაცი, შავი და თეთრი,
 მარცხენა და მარჯვენა, დამარცხება და გამარჯვება... (საყურადღებოა წყვილის პირველი
 წევრების უარყოფითი კონტექსტები), ერთი სიტყვით, კულტურა, როგორც ძალისხმევის
 შედეგი, როგორც მეორეული მოვლენა, როგორც წყვილის მეორე წევრი...
წინააღმდეგობა პოეზიაშიც: „უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი, არადაღვრილის,
 დასაღვრელის ალბათ მაცნეა“ - აგრესიული ბგერწერა და...
თუ ხარ მოქალაქე,  კარგად გესმის, რომ პოლიტიკა კომპრომისების ძიების, კოალიციების
 ხელოვნებაა, რომ გამარჯვება უმძიმესი პასუხისმგებლობაა, რომ უზარმაზარი კონტრასტია
 ლიბერალიზმსა და ნაციონალიზმს შორის და დღევანდელობისთვის იმასაც აქვს მნიშვნელობა,
 რომელმა მათგანმა დაამარცხა კომუნიზმი, რომ ყველა ნიბიჯი წარსულიდან თავისებურადაა
 აღბეჭდილი აწმყოზე.
„რტოებში ავობს ბებერი ქარი, ყვავილთა ჯარი ფიფქით ბანაობს, ტყდება, ნანაობს ეთერი ჩქარი,
 ნანობს ქარი და მიქანაობს“ - ჰარმონიული ბგერწერა...
თუ ხარ მოქალაქე, გაქვს იმის განცდაც, რომ ისტორია ყოველთვის წრფივი არ არის და ამაშია ის
, რისი იმედიც გაქვს. გათვლა და სტატისტიკა კი ყოველთვის წრფივია, ლოგიკის მკაცრ ჩარჩოებში
 მოქცეული, ისეთი, რომ ვერაფერს უზამ, ვერაფერს მოუხერხებ, არსებობს და მორჩა! მისი პროგნოზი აბსოლუტურია! ამ გადასახედით, აბსოლუტურია ისიც, რომ დიდი პოლიტიკური და 
ეკონომიკური (მით უმეტეს) ძალისხმევა გვჭირდება, რომ სახელმწიფოდ დავრჩეთ... უფრო მეტი,
 რომ, ვთქვათ, ბულგარეთს დავეწიოთ... კიდევ უფრო მეტი (და ეს დიდი გაჭირვებით თავსდება ლოგიკაში),
 რომ საფრანგეთს გავუტოლდეთ, თუმცა სტატისტიკური ლოგიკა
 (ეკონომიკის 12 %-იანი ზრდის შემთხვევაში) ამის საშუალებას 2040 წლისთვის მაინც იძლევა.
 არადა, სულაც არ არის ისტორია წრფივი...
ისმის ქარიშხალს აყოლილი ზღვის მღელვარება...
თუ ხარ მოქალაქე,  გახსოვს ბურუსით მოცული რეგიონები საქართველოს ოლიმპიურ 
კონტურებზე, როგორც უხერხულობა, როგორც ვითარებიდან გამოუვალობა... გიჩნდება 
იმის განცდაც, რომ იქნებ ამ პოლარულ მხარეებს შორის სხვა წერტილებიც, სხვა 
ინტერესებიც არსებობს, რადგან არსებობს ათასი პოლიტკორექტული შაბლონი: 
„გრძალვადიანი მომავალი“, „სტრატეგიული მიზანი“ (რაზედაც დიპლომატები მიგვითითებენ)... 
არადა, გაქვს იმის განცდაც, რომ საქართველოში არსებული კონფლიქტები კონფლიქტად
 გაწუხებდეს, არ გინელდებოდეს...
ისმის მუსიკა ფილმიდან „შინდლერის სია“...
თუ ხარ მოქალაქე, უსათუოდ გაწუხებს ერთი მთავარი საკითხი - „მოქალაქეობის“ - ამ ფრაზის
 ნეიტრალური ელფერი, ისიც, თუ რა მიმართებაა სტაბილურ სამოქალაქო ცხოვრებასა და
 სამოქალაქო გმირობას შორის, ცხოვრების წესი, ამ კონტექსტში,  როგორ შეიძლება გაუტოლდეს
 გმირობას ისე, რომ არც „გმირობის“ არსი დაზიანდეს და არც „ადამიანობა“ აღემატებოდეს ადამიანის შესაძლებლობებს.
ვარდისფერ და სპილოსძვლისფერ მიხაკებს  კონტარასტივით ერევა ყვითელი ყვავილები...
თუ ხარ მოქალაქე,  უნდა ეძებდე მეორე ადამიანის ადგილს შენს თავში, შენს სურვილებში,
 მისი ადგილით იმჭიდროვებდე საკუთარ სიფართოვეს.  არადა, გვიკვირს, კორპორაციის 
მართვსთან (დღეს მენეჯმენტი რომ ჰქვია) რა კავშირი აქვს ცნება „მზრუნველობას“, მით უფრო
 „სიყვარულს“ ან მათეს სახერებისეულ იგავებს მეათერთმეტე ჟამის მუშაკებზე, დაკარგულ ძეზე 
რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს საქართველოს ეკონომიკის ყველაზე პრაგმატულ ნაწილთან...
 ბოლოს და ბოლოს, უნდა აშიშვლებდე კითხვას: რა მიმართებაა „ადამიანსა“ და „მოქალაქეს“
 შორის...
შეცდომაა: „ის კაცი, რომელმა კაცმაც“...
თუ ხარ მოქალაქე, ძირისძირამდე უნდა ჩაწვდე ქართულ სიმბოლოებს. ამდენი წინააღმდეგობა,
 ამდენი დესტრუქცია, ამდენი მოულოდნელობა, ასეთი თავზეხელაღება, ასეთი სიხალასე, ასეთი 
უნიკალობა, ასეთი იმპროვიზაცია, ათას სათქმელს, ათას წინააღმდეგობრივ სათქმელს რომ ამბობს ფიგურალურად, გურული სიმღერაა, სემინარის სტუმრების, გამორჩეული ლოტბარების ნამღერი.
 სწორედ ამ ფოლკლორულ ფორმულებში, ჩვენდა გასაკვირად, მაგრამ ლოგიკურად, ბინარული 
ოპოზიციების პირველ წყვილად რომ მიიჩნევენ, ალბათ,  უნდა იძებნებოდეს გასაღებები...
ყველა სემინარს აქვს თავისი ნიში, თავისი საფიქრალი, თავისი განწყობა, თავისი ლანდშაფტი
 და კლიმატი, თავისი ყვავილებიც კი...
                                                                                            ესმა მანია 
25.02.2014


<< უკან დაბრუნება
Council of Europe
საერთაშორისო ქსელი
პუბლიკაციები
გალერეა
მემკვიდრეობა
გახდი მსმენელი

სიახლეები

პარასკევი, 01 მაისი 2020
შაბათი, 25 აპრილი 2020
ორშაბათი, 15 აგვისტო 2016
ხუთშაბათი, 16 ივნისი 2016
ხუთშაბათი, 19 მაისი 2016
ხუთშაბათი, 28 აპრილი 2016
სხვა სიახლეები
Tbilisi School of Political Studies. © 2009 - 2021 - All rights reserved
Designed by Makhviladze.com