GEO ENG
ივნისი 2021
 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30     

გამოკითხვა

მოგწონთ ჩვენი განახლებული ვებ–გვერდი?

დიახ არა არ ვიცი
წინ შედეგები

ღვინობისთვის გუდაურის პეიზაჟები

შემოდგომა, როგორც ასტრალური, ისე პოლიტიკური გაგებით, შედეგების გააზრების დროა! სრულქმნის, დასასრულის ეს ფენომენი ამ გააზრების თავისებურ მექანიზმს გვთავაზობს, ღვინობისთვის გუდაურის პეიზაჟისებრს _ კონტრასტებგამქრალს, გარდამავალს, შერბილებულს, ნისლისფერით იდუმალებაშემატებულს.
ეს განწყობები თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის 18-19 ოქტომბრის გუდაურის სემინარმა შექმნა. სემინარმა, რომელიც ლოგიკურად საარჩევნო პოლიტიკურ კულტურას მიეძღვნა და რომელსაც პირველად დაესწრო ახალი ჯგუფი.
მწიფე შემოდგომამ, ,,ყმაწვილური ჟინისა” და ,,ველური ხმების” უარმყოფელმა დრომ, თავისებური ბალანსი და ჰარმონია იცის, თავისებური მეტაფორა იცის და, რაც მთავარია, უმტკივნეულოდ მისაღები სიმართლე იცის. ამ სულიერ და პოლიტიკურ კონტექსტში ლოგიკურად მოექცა სემინარის ექსპერტთა მოხსენებების არსებითი ასპექტები და, ბუნებრივია, გაამარტივა, როგორც საკუთარი თავის, ისე სხვათა ობიექტურად შეფასების შესაძლებლობა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ამერიკის, შვეიცარიის, თურქეთის, იაპონიის, გერმანიის ელჩებისა და დიპლომატიური კორპუსის სხვა წარმომადგენელთა, ქართველ და რუს ექსპერტთა მოხსენებებში საუბარი შეეხებოდა უამრავ საკითხს: ე. წ. ,,15 %-იან დემოკრატიასაც”, რაც წლების მანძილზე საქართველოში არსებობდა, საზოგადოებრივი მორალის დეფიციტსაც, პოლიტიკური ,,მესიების~ უარყოფის აუცილებლობასაც, ქართული ენერგოსტრატეგიის მიმართულებების მიზანშეწონილობასაც ახალ მსოფლიო ენერგორეალობაში, აფხაზეთის პრობლემის ოცწლიანი რეტროსპექტივის ანალიზსაც, დემოკრატიული პროცესსაც დემოკრატიის გარეშე და დემოკრატებსაც დემოკრატიული პროცესის გარეშე, ილია ჭავჭავაძის არჩევანის აქტუალობასა და დაუძველებლობასაც...
არ შეცვლილა მოხსენებათა აქცენტები: არჩევანი, მიზანშეწონილობა, ალტერნატიული რეალობა და ადამიანი, როგორც მთავარი ფასეულობა.
სემინარი ლეგენდ(არ)ულ ქართველ მსახიობს კახი კავსაძეს მიეძღვნა. სკოლის სტუმრის ბუნებრივად ამაღლებული განწყობები, მისი ხაზგასმები, გამაოგნებლად ფართო არტისტიზმი და მისაღებობა, სიმსუბუქე და მუსიკალობა მონაწილეებში დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ტოვებდა.
როგორც ყოველთვის, ახლაც ყველა სათქმელს აკეთილშობილებდა გემოვნებიანი მუსიკა, ზედმიწევნით ზუსტაქცენტებდასმული ლირიკა და უკომპრომისობა ერთადერთი საკითხის _ ქართული ენისადმი უდიერი დამოკიდებულების მიმართ.
სკოლა... გუდაური...… ღვინობისთვე... შედეგების გააზრების დრო... სხვა შესაძლებლობებს აღმოაჩენინებს ადამიანს საკუთარ თავში ეს თბილი, გარდამავალი, ჰაეროვანი, უწახნაგო გარემო, სიხისტეებდაძლეული ეს რეალობა... რეალობა, რომელიც უფრო მეტს იტევს და უფრო ბუნებრივად იტევს.
                                                                                                                                                                                                                  ესმა მანია

21.10.2013


<< უკან დაბრუნება
Council of Europe
საერთაშორისო ქსელი
პუბლიკაციები
გალერეა
მემკვიდრეობა
გახდი მსმენელი

სიახლეები

პარასკევი, 01 მაისი 2020
შაბათი, 25 აპრილი 2020
ორშაბათი, 15 აგვისტო 2016
ხუთშაბათი, 16 ივნისი 2016
ხუთშაბათი, 19 მაისი 2016
ხუთშაბათი, 28 აპრილი 2016
სხვა სიახლეები
Tbilisi School of Political Studies. © 2009 - 2021 - All rights reserved
Designed by Makhviladze.com