GEO ENG
ივნისი 2021
 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30     

გამოკითხვა

მოგწონთ ჩვენი განახლებული ვებ–გვერდი?

დიახ არა არ ვიცი
წინ შედეგები

პოსტსაარჩევნო პოლიტიკური კულტურა

17–18 მაისს გუდაურში თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის მორიგი სემინარი გაიმართა. სემინარის სამუშაო თემა აქტუალური საკითხი  – პოსტსაარჩევნო პოლიტიკური კულტურა იყო. შეხვედრა ქართველი ფერმწერის, პოეტისა და ესეისტის – ესმა ონიანის დაბადებიდან 75–ე წლისთავს მიეძღვნა. 
ორხელისუფლებიანობის პირობებში, ორმაგი რეალობის გზაგასაყარზე, სემინარის ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა და მონაწილეებმა არამხოლოდ პოლარიზებული გარემოს ფსიქოლოგიურ და პოლიტიკურ სირთულეებზე ისაუბრეს, არამედ პოლიტიკური კორექტულობისა და კონსტრუქციულობის პირველ  კონკრეტულ შედეგებსა და ესკალაციის გარეშე მიღწეულ თანაარსებობაზე, რასაც უნდა მოჰყვეს ნორმალური ქვეყნის მშენებლობა. „ნორნმალური’’ ქვეყანა, სკოლის დამაარსებლისა და დირექტორის  – არმაზ ახვლედიანის თქმით, ისეთ ქვეყანას შეიძლება ეწოდოს, სადაც პოლიტიკურ მეხსიერებაში მუდმივად იფხიზლებს, ერთი მხრივ, „პოტენციური დამარცხების“ ხსოვნა, და, მეორე მხრივ , გამარჯვებულის მოვალეობები და პასუხისმგებლობები, სადაც ჯანსაღი პოლიტიკური პროცესის შემადგენელი ნაწილი იქნება „დროული წასვლა“, სადაც საკვანძო ადგილი მიენიჭება ოპონირებას, არ შეიზღუდება უმცირესობა და სამოქალაქო ცხოვრება ჩვეულებრივი ისტორიებისა და ადამიანური ხასიათებისგან შედგება.
საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის კატერინა ბოლონიეზეს, ლატვიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის და დიპლომატიური კორპუსის არაერთი წარმომადგენლის თქმით, მონიტორინგისა და მუდმივი მეთვალყურეობის რეჟიმი საქართველოში დღესდღეობით სასიცოცხლოდ აუცილებელია. 
სემინარზე ეკონომიკის, მართლმსაჯულების, მასობრივი კომუნიკაციის საშუალებების, კონფლიქტების მოგვარების, ადამიანის უფლებათა დაცვის  რაკურსით დატალურად განიხილეს ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, ამ ვითარების განმაპირობებელი მიზეზები, ახალი გამოწვევები და პერსპექტივები. საგულისხმოა, რომ არსებული ვითარების რეალურ ინდიკატორად სწორედ ოპოზიციის მდგომარეობა დაასახელეს. ლატვიის უნივერსიტეტის პროფესორის – ზანეტა ოზოლინას განმარტებით, პოლიტიკური გუნდის დაყოფა „დამარცხებულებად“ და „გამარჯვებულებად“ პოლიტიკური ახლოხედვის ნიშანია, რადგან სწორედ ე. წ. „დამარცხებულს“, რეალურ ოპოზიციას უწევს მეტად ღრმა მუშაობა, ოპონირების არგუმენტების არსში ჩაწვდომა, მოვლენების საფუძვლიანი ანალიზი... სწორედ ამ კონტექსტში საპარლემენტო უმცირესობის ლიდერმა – დავით ბაქრაძემ კმაყოფილებით აღნიშნა, რომ ორი ათწლეულის განმავლობაში პირველად 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პოლიტიკური ბრძოლის ცენტრმა ქუჩიდან პარლამენტში გადაინაცვლა, რომ ამ თვალსაზრისით დღევანდელ პარლამენტს უნიკალური შესაძლებლობები აქვს. მომხსენებელმა ხელისუფლებაში 9–წლიანი ყოფნის შემდეგ ოპოზიციაში გადანაცვლების მენტალურ და ფსიქიკურ სირთულეებზეც ისაუბრა და ამ მდგომარეობის პრივილეგიებზეც.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის გამოსვლა ეხმიანებოდა ქართული პოლიტიკური აზროვნების თვისებრივად ახალი სისტემის ანალიზს, რომლის ფარგლებშიც არსებულმა მთავრობამ მომავალი, პოტენციური მთავრობისათვის უნდა იმუშავოს. 
გუდაურის სემინარის მონაწილეები შეუერთდნენ იმ სერთო მწუხარებას, რაც ქართველი ჯარისკაცების ავღანეთში დაღუპვამ გამოიწვია. გამოეხმაურნენ ჰომოფობიის დღესაც. ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე კი ამ სფეროს გამორჩეული ექსპერტის – ტომას ჰამარბერგის მოხსენებაც მოისმინეს. საჯარო დისკუსიაში ხაზი გაესვა იმას, რომ ადამიანის უფლებები ცალკეული ფაქტების მექანიკური ნაზავი კი არ არის, არამედ ერთიანი სისტემა, რომელიც თავისი ზეპარტიული, ეთიკური, ფილოსოფიური ბუნებით ხშირად პოლიტიკური დისკურსის წინაარმდეგობრივი ელემენტიცაა. სწორედ ამგვარი წინააღმდეგობრიობა იკითხებოდა ესმა ონიანის ესედან სემინარის ლაიტმოტივად მიჩნეულ ამონარიდში: „ვისაც აქვს მარადიულის, მთავრის, უმაღლესის, უკეთესის სხოვნა–სარჩული, ამით შინაგანი სისავსე–სიმაძღრე, ის აქაურობაში არ კარგავს გონებას, არ ხარბდება, არ წვრილმანდება, არ გამოედევნება და არ გააფთრდება აქაურ ფასეულობებზე“ . გუდაურის სემინარი ასე შეეხმიანა ამ ნააზრევს: როგორც ზოგადადამიანური, ისე  პოლიტიკური თვალსაზრისით, გამარჯვებულად მხოლოდ ის შეიძლება იქცეს, ვინც არ გააფთრდება აქაურ ფასეულობებზე...
                                                  
                                                                                                   ესმა მანია
18.05.2013


<< უკან დაბრუნება
Council of Europe
საერთაშორისო ქსელი
პუბლიკაციები
გალერეა
მემკვიდრეობა
გახდი მსმენელი

სიახლეები

პარასკევი, 01 მაისი 2020
შაბათი, 25 აპრილი 2020
ორშაბათი, 15 აგვისტო 2016
ხუთშაბათი, 16 ივნისი 2016
ხუთშაბათი, 19 მაისი 2016
ხუთშაბათი, 28 აპრილი 2016
სხვა სიახლეები
Tbilisi School of Political Studies. © 2009 - 2021 - All rights reserved
Designed by Makhviladze.com