GEO ENG
ივნისი 2021
 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30     

გამოკითხვა

მოგწონთ ჩვენი განახლებული ვებ–გვერდი?

დიახ არა არ ვიცი
წინ შედეგები

თუ ჩვენი სიმრუდე არ გვეცოდინება...

25-27 ოქტომბერს ბაკურიანში თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის სემინარი არჩევნებიდან 25-ე დღეს სწორედ საარჩევნო კულტურასა და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას მიეძღვნა. "კონტროლი საფუძვლიდანვე" - შეკრების უმთავრესი ლაიტმოტივი იყო. საგანგებო და სრუფლებიანმა ელჩებმა, ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა ამ უპრეცენდენტო არჩევნებს პოსტსაბჭოთა  სივრცის დასასრული უწოდეს და დაადასტურეს, რომ ქართველი ერი ამ ნაბიჯით საბოლოოდ გადავიდა პროდასავლურ რელსებზე. სკოლის დირექტორის, არმაზ ახვლედიანის თქმით, მიუხედავად ერთგვარი ეიფორიისა, თბილისის სკოლა არასდროს არის აღფრთოვანების მდგომარეობაში, მან იცის თვითკრიტიკის მნიშვნელობა, რომ სამოქალაქო საზოგადოების უმთავრესი ფუნქცია ხელისუფლების ნებისმიერ გადახვევაზე მყისიერი რეაგირება უნდა იყოს.

არჩევნების შედეგების ანალიზი პოლიტიკური თუ ადმინისტრაციული თვალსაზრისით, უმრავლესობის პასუხისმგებლობა და უმცირესობის როლი, არჩევნები როგორც დემოკრატიულობის ხარისხის ინდიკატორი - ოქტომბრის სემინარის მთავარი თემები იყო.

სემინარი, სადაც თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის ახალი ჯგუფი პირველად შეიკრიბა, გამორჩეული ქართველის, ამავე დროს, გამორჩეული ევროპელის, ილია ჭავჭავაძის დაბადების 175-ე წლისთავს მიეძღვნა და  პირდაპირ ეხმიანებოდა ილიას უმთავრეს სააზროვნო ტენდენციას: "როგორ უნდა გავსწორდეთ, თუ ჩვენი სიმრუდე არ გვეცოდინება".

აზროვნების აუცილებლობა, როგორც უმთავრესი ადამიანური ნიშნული, თავისუფლება, პირადი სივრცის ხელშეუხებლობა, არა მხოლოდ პოლიტიკური, ზოგადად, არჩევანის უფლება წმიდა ექვთიმე კერესელიძისეული, მერაბ მამარდაშვილისეული, რეზო თაბუკაშვილისეული, ირაკლი აბაშიძისეული, ანა კალანდაძისეული ინტერპრეტაციებით - ესეებით, ლექსებით, მელოდიებით, კადრებით - სემინარის, ერთი შეხედვით, განყენებული, მაგრამ ყველაზე შთამბეჭდავი და სასარგებლო მომენტები იყო.

შემოდგომის პალიტრა - მზე და წვიმა, სითბო და სიცივე, მარადმწვანე და ხანდაზმული ყვითელი, ნისლი და მისტიკა - იმ შემწყნარებლობის, იმ ჰარმონიის, იმ რაციონალური სკეპტიციზმის სიმბოლოდ აღიქმებოდა, გამაკეთილშობილებელი ფიქრისთვის რომ განაწყობდა ადამიანად დაბადებულს.

                                                            ესმა მანია    29 .10. 2012


 

29.10.2012


<< უკან დაბრუნება
Council of Europe
საერთაშორისო ქსელი
პუბლიკაციები
გალერეა
მემკვიდრეობა
გახდი მსმენელი

სიახლეები

პარასკევი, 01 მაისი 2020
შაბათი, 25 აპრილი 2020
ორშაბათი, 15 აგვისტო 2016
ხუთშაბათი, 16 ივნისი 2016
ხუთშაბათი, 19 მაისი 2016
ხუთშაბათი, 28 აპრილი 2016
სხვა სიახლეები
Tbilisi School of Political Studies. © 2009 - 2021 - All rights reserved
Designed by Makhviladze.com