GEO ENG
ივნისი 2021
 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30     

გამოკითხვა

მოგწონთ ჩვენი განახლებული ვებ–გვერდი?

დიახ არა არ ვიცი
წინ შედეგები

ბაკურიანში, ნუშის ყვავილობისას...

ამ დროს, როცა სამყაროში მეტი სიახლე, სიკეთე და სისუფთავეა, მეტ მნიშვნელობას იძენს არჩევანი. ის ”მარადისობის ყველაზე ძველ ნაწილში” ადამიანობის საზომი გახდა. ბაკურიანის სემინარი ერთგვარ არჩევანს დაემსგავსა. ამ არჩევანმა განზოგადება, ფართო გახსნილობა, უკიდურესი ლმობიერება, პარადოქსებში ლოგიკის ძიება მოითხოვა, ქართული სულიერი განვითარების აღმავალ ხაზს განუვითარებლობის პრინციპული პოზიცია დაუპირისპირა, რუსულ აუტანლობას ბელა ახმადულინას უფაქიზესი ქართველთმოყვარეობა დაუყენა წინ, პოლიტიკის პრაგმატული რუტინა პოეზიით დააბალანსა,   მაკიაველის საპირწონედ, ბევრ სხვასთან ერთად, პლატონი დააყენა  და ყველაფერს ერთი სახელი უწოდა - პოლიტიკური სწავლების სკოლის აპრილის სემინარი...
სკოლის არჩევანით, თავიდან ბოლომდე კულმინაციური სვანური ფოლკლორის  სწორხაზოვან ჰარმონიას ლირიზმი მაშინ შეეპარა, როცა მან საუბარი დაიწყო...  ვისაც ის გამორჩეულად არასდროს ჰყვარებია,  არასდროს შეხვედრია მას ბაკურიანში, ნუშის ყვავილობისას...
ლანა ღოღობერიძე თურმე დღეს გარემოს კეთილგანწყობით განებივრებული არ არის. ეს სინანულის ისეთი განცდაა, მას მთელ კაცობრიობას რომ უმეგობრებს...
მას დღეს არა აქვს რაციონალური პასუხი იმ ორმაგობის, ორ განზომილებაში ცხოვრების შესახებ, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ”კაცობის” საზომად მისივე ტვირთს რომ მიიჩნევდა.
მას თავის რაფინირებულ ხმაში, თბილ ღიმილსა და მოკრძალებაში იმაზე მეტი ”კაცობა” აქვს,  ვიდრე ამ ცნებას ზოგადად.
ლანა ღოღობერიძეს იმაზე მეტი ესთეტიზმი აქვს, ვიდრე ”იმ ვარდისფერ ატმებს”...
მას თავის ღირსეულ ასაკში იმაზე მეტი ახალგაზრდობა აქვს, ვიდრე ნუშის ყვავილობას...
ის იმაზე მეტად ევროპელია, ვიდრე ამას თეორიები და სწავლებები იტევს.
ლანა ღოღობერიძე თავისი ფრანგული გამოცდილებით, ენით, პოეზიით და ძირისძირში თავისი რეზო თაბუკაშვილით, ოთარ ჭილაძით, ჯანსუღ ჩარკვიანით... მით მეტად არის ევროპელი, რაც მეტად ქართველია...
ის თავისი ზოგჯერ სიტყვადახშული კინოკადრებით იმაზე მეტყველია, ვიდრე სიტყვა, ვიდრე მონოლოგი!
ის თავისი რეპრესირებული ოჯახიდან შერჩენილი სიცოცხლით მით მეტად ლაღია, რაც მეტად ტკივილიანი.
ის გამორჩეულად არასდროს მყვარებია, რადგან არასდროს შევხვედრივარ ბაკურიანში, ნუშის ყვავილობისას...
ამ განცდებით, ამ დამოკიდებულებით, ამ საფიქრალით ადამიანი  სამყაროზე უპირატესია…
ეს ტვირთიცაა, ერთდროულად  არც მცირე და არც  მძიმე, ამიტომ  საზომიც განსხვავებული სჭირდება ბაკურიანის სემინარს  ნუშის ყვავილობისას...
                             ესმა მანია 
                     3 მაისი, 2012 წელი
03.05.2012


<< უკან დაბრუნება
Council of Europe
საერთაშორისო ქსელი
პუბლიკაციები
გალერეა
მემკვიდრეობა
გახდი მსმენელი

სიახლეები

პარასკევი, 01 მაისი 2020
შაბათი, 25 აპრილი 2020
ორშაბათი, 15 აგვისტო 2016
ხუთშაბათი, 16 ივნისი 2016
ხუთშაბათი, 19 მაისი 2016
ხუთშაბათი, 28 აპრილი 2016
სხვა სიახლეები
Tbilisi School of Political Studies. © 2009 - 2021 - All rights reserved
Designed by Makhviladze.com