GEO ENG
ივნისი 2021
 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30     

გამოკითხვა

მოგწონთ ჩვენი განახლებული ვებ–გვერდი?

დიახ არა არ ვიცი
წინ შედეგები

ჯერ კიდევ ბევრს იტყვის საგალობელი!

ჰარმონიის ქართველი კაცისეული განცდა ასე ზუსტად და ფაქიზად ორ სიტყვაში გამოხატულა: "შეხმიანება" და "შეხმატკბილება". საოცარია, თითოეული მათგანის გულისგულში ერთობა დევს. ასე შექმნილა ათასობით საგალობელი, ხალხური სიმღერა, ერთი სიტყვით, სულისა და ყოფის ჰარმონია... არადა, რა მარტივი შესაძლებელი იყო, ქართველი კაცის ცნობიერების სიღრმეს, ან სულაც ქვეცნობიერს ნაჰარმონიალიღა შემორჩენოდა... დღეს ამ გადარჩენილ საგალობლებსა და მათ გადამრჩენ რაინდებზე სიხარულიანი ფიქრი შეიძლება! დღეს უკვე გაცხადებულია ის სათნოებები (მათ შორის, სიგლახეებიც...), რაც მრავალხმიანი ქართული საგალობლის გადარჩენას დასჭირდა. ფილიმონ ქორიძე, ექვთიმე კერესელიძე, ძმები კარბელაშვილები...  ეს სახელები  რეჟისორ ნანა ჯანელიძის ფილმში "გალობის რაინდები" თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის თებერვლის სემინარზე საკუთარი არჩევანის უკომპრომისობით კიდევ ერთხელ გამოჩნდა. 

   ...წითელ დარბაზში რეჟისორთან ერთად, ფილმის სცენარის ავტორი  თემურ ჭკუასელი, კომპოზიტორი   მიშა მდინარაძე, მთავარი როლის შემსრულებელი  მიხეილ ჯავახიშვილი და მგალობლები იმყოფებოდნენ. გრძნობაგამძაფრებულ დარბაზში ერთმნიშვნელოვანი არჩევანი ქართული საგალობლის, სიმღერის, დაუღალავი შრომის, რუტინული ენერგიის, უკიდურესი შინაგანი ძალისხმევის, ადამიანისა და გარემოსადმი შეუორგულებელი სიყვარულის სასარგებლოდ წყდებოდა. ამ დარბაზის რეტროსპექტულ განცდაში ფილომონ ქორიძისა და ექვთიმე კერესელიძის არჩევანი,  მათდა უნებურად, წმინდანობად გარდაიქმნებოდა. ამ დარბაზში ყველა ხვდებოდა, რა სათნოებებიც სჭირდებოდა ამ საქმეს  ტრადიციული და კანონიკური ჰარმონიის გამაკეთილშობილებელ ერთობას! ამ დარბაზშივე ჩნდებოდა შთაბეჭდილება, რომ მეტი ადამიანური  სათნოებებით ჯერ კიდევ ბევრს იტყვის საგალობელი!  

                                                                           ესმა მანია
                                                                 28 თებერვალი, 2012
28.02.2012


<< უკან დაბრუნება
Council of Europe
საერთაშორისო ქსელი
პუბლიკაციები
გალერეა
მემკვიდრეობა
გახდი მსმენელი

სიახლეები

პარასკევი, 01 მაისი 2020
შაბათი, 25 აპრილი 2020
ორშაბათი, 15 აგვისტო 2016
ხუთშაბათი, 16 ივნისი 2016
ხუთშაბათი, 19 მაისი 2016
ხუთშაბათი, 28 აპრილი 2016
სხვა სიახლეები
Tbilisi School of Political Studies. © 2009 - 2021 - All rights reserved
Designed by Makhviladze.com