GEO ENG
ივნისი 2021
 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30     

გამოკითხვა

მოგწონთ ჩვენი განახლებული ვებ–გვერდი?

დიახ არა არ ვიცი
წინ შედეგები

სამოქალაქო პასუხისმგებლობიდან – პოლიტიკურ კულტურამდე

23-24 თებერვალს, ბაკურიანში გამართულ სკოლის მორიგ სემინარზე მიმდინარე წლის მსმენელებთან ერთად თავი მოიყარა უამრავმა კურსდამთავრებულმა, სტუმარმა და  ექსპერტმა.  80-კაციანი აუდიტორია ორი დღის განმავლობაში დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის თემაზე მსჯელობდა. როგორც სკოლის დირექტორმა აღნიშნა, სწორედ პოლიტიკური კულტურის დეფიციტი არის  ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პრობლემების სათავე. მოხსენებებში ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმაც პოლიტიკური ელიტისა და საზოგადოების პოლიტიკური კულტურის ნაკლებობაზე მიანიშნეს. 
  სემინარი ცნობილი დისიდენტისა და ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტის ვაცლავ ჰაველის ხსოვნას მიეძღვნა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის დემოკრატიზაციის სიმბოლოდ არის აღიარებული. ამ კონტექსტში ისაუბრეს საქართველოს პოლიტიკურ პროცესებზე შვეიცარიის, ნიდერლანდების, იტალიის, ჩეხეთის ელჩებმა, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა, ასევე აშშ-ს საელჩოს და დანიის გენერალური საკონსულოს წარმომადგენლებმა, გერმანიიდან და რუსეთიდან მოწვეულმა ექსპერტებმა. ყველა მომხსენებელი ერთხმად აღნიშნავდა, რომ პოლიტიკური პროცესების გაჯანსაღებისათვის საქართველოში საზოგადოებას და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაძლიერებასაც განსაკუთრებული როლი აკისრია, პოლიტიკური ელიტისათვის კი, მისაბაძი  სწორედ ვაცლავ ჰაველის მოღვაწეობა შეიძლება გახდეს.
27.02.2012


<< უკან დაბრუნება
Council of Europe
საერთაშორისო ქსელი
პუბლიკაციები
გალერეა
მემკვიდრეობა
გახდი მსმენელი

სიახლეები

პარასკევი, 01 მაისი 2020
შაბათი, 25 აპრილი 2020
ორშაბათი, 15 აგვისტო 2016
ხუთშაბათი, 16 ივნისი 2016
ხუთშაბათი, 19 მაისი 2016
ხუთშაბათი, 28 აპრილი 2016
სხვა სიახლეები
Tbilisi School of Political Studies. © 2009 - 2021 - All rights reserved
Designed by Makhviladze.com