GEO ENG
ივნისი 2021
 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30     

გამოკითხვა

მოგწონთ ჩვენი განახლებული ვებ–გვერდი?

დიახ არა არ ვიცი
წინ შედეგები

ალექსეი ვენედიქტოვის "ექო" სკოლაში

   9 ივლისს თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის ექსპერტებისაგან და კურსდამთვარებულებისაგან შემდგარ 40-კაციან ჯგუფს, ცნობილი რუსი ჟურნალისტი, რადიოსადგურ "ეხო მოსკვის" მთავარი რედაქტორი ალექსეი ვენედიქტოვი შეხვდა. იგი საქართველოში უკვე 5 დღეა იმყოფება და ამ ხნის განმავლობაში ქვეყნის ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. სასტუმრო "თბილისი-მერიოტში" რუსმა ჟურნალისტმა პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით, მედიისა და ხელისუფლების ურთიერთობის საკითხებზე ისაუბრა. ბუნებრივია გვერდი ვერც ქართული მედიის მუშაობის და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის საკითხებს აუარა. ეს შეხვედრა სკოლის სემინარებისათვის დამახასიათებელ ფორმატში წარიმართა, რაც დისკუსიასაც გულისხმობს. არმაზ ახვლედიანმა  იმედი გამოთქვა, რომ ალექსეი ვენედიქტოვი, სხვა ზოგიერთი მისი კოლეგის მსგავსად სკოლასთან მომავალში ექსპერტის რანგში  ითანამშრომლებს. 
   ჟურნალისტი, როცა ივიწყებს საკუთარ უფლება-მოვალეობებს და ხელისუფლების წარმომადგენლებს უახლოვდება, კარგავს ობიექტურობას. არ შეიძლება ჟურნალისტმა საჩუქარი მიიღოს რესპონდენტისაგან  აღნიშნა ალექსეი ვენედიქტოვმა, რომელმაც სკოლის სამახსოვრო საჩუქარი  რევაზ ლაღიძის ნაწარმოებებისაგან შემდგარ აუდიო დისკი მადლიერებით მიიღო.


10.07.2011


<< უკან დაბრუნება
Council of Europe
საერთაშორისო ქსელი
პუბლიკაციები
გალერეა
მემკვიდრეობა
გახდი მსმენელი

სიახლეები

პარასკევი, 01 მაისი 2020
შაბათი, 25 აპრილი 2020
ორშაბათი, 15 აგვისტო 2016
ხუთშაბათი, 16 ივნისი 2016
ხუთშაბათი, 19 მაისი 2016
ხუთშაბათი, 28 აპრილი 2016
სხვა სიახლეები
Tbilisi School of Political Studies. © 2009 - 2021 - All rights reserved
Designed by Makhviladze.com