GEO ENG
ივნისი 2021
 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30     

გამოკითხვა

მოგწონთ ჩვენი განახლებული ვებ–გვერდი?

დიახ არა არ ვიცი
წინ შედეგები

სკოლის დელეგაცია _ ევროპის საბჭოს საზაფხულო უნივერსიტეტში

თბილისის პოლიტიკური სწავლების  სკოლის 36 კაციანი დელეგაცია, ევროპის საბჭოს მეექვსე საზაფხულო უნივერსიტეტში მონაწილეობისათვის სტრასბურგში მიემგზავრება. სიმბოლურია, რომ სკოლის კურსდამთავრებულთა პირველი  დიდი ჯგუფი სტრასბურგს ზუსტად ათი წლის წინ ეწვია.
  ევროპის საბჭოს საზაფხულო უნივერსიტეტის სესიები ევროპის სასახლეში 27-29 ივნისს გაიმართება და მას თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის კურსდამთავრებულებთან  ერთად, ევროპის 16 ქვეყნის პოლიტიკური სკოლების 700 წარმომადგენელი დაესწრება. მთავარი განსახილველი საკითხი _ `ეთიკა და პოლიტიკა~, სტრასბურგში ჩასული ქართველი მსმენელებისათვის უცხო ნამდვილად არ იქნება, რადგან ამ თემას საქართველოსათვის მისი აქტუალობის გამო, მთელი წლის განმავლობაში სკოლა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა.
    27 ივნისს, ჩვენი დელეგაციის საპატივცემულოდ საზეიმო მიღება გაიმართება ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში.

 ევროპის საბჭოს საზაფხულო უნივერსიტეტში ქართველი მსმენელები მონაწილეობას მიიღებენ, როგორც თემატურად დაყოფილ სამუშაო ჯგუფებში, ასევე გაერთიანებული სესიის მუშაობაში, გარდა ამისა, მათ შეხვედრები ექნებათ   მაღალი რანგის ევროპელ სახელმწიფო მოღვაწეებთან და ევროპის საბჭოს ხელმძღვანელებთან. გაიმართება ტრადიციული შეხვედრა თბილისისა და მოსკოვის სკოლების დელეგაციების მონაწილეობით.  29 ივნისს კი, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტორბენ იაგლანდი, კურსდამთავრებულებს საზეიმოდ გადაცემს ევროპის საბჭოს სპეციალურ სერტიფიკატებს.

24.06.2011


<< უკან დაბრუნება
Council of Europe
საერთაშორისო ქსელი
პუბლიკაციები
გალერეა
მემკვიდრეობა
გახდი მსმენელი

სიახლეები

პარასკევი, 01 მაისი 2020
შაბათი, 25 აპრილი 2020
ორშაბათი, 15 აგვისტო 2016
ხუთშაბათი, 16 ივნისი 2016
ხუთშაბათი, 19 მაისი 2016
ხუთშაბათი, 28 აპრილი 2016
სხვა სიახლეები
Tbilisi School of Political Studies. © 2009 - 2021 - All rights reserved
Designed by Makhviladze.com