GEO ENG
Search
Go
October 2021
M T W T F S S
    1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

Poll

Do you like our site?

Yes No I do not know
Vote Results

სკოლის დელეგაცია _ ევროპის საბჭოს საზაფხულო უნივერსიტეტში

თბილისის პოლიტიკური სწავლების  სკოლის 36 კაციანი დელეგაცია, ევროპის საბჭოს მეექვსე საზაფხულო უნივერსიტეტში მონაწილეობისათვის სტრასბურგში მიემგზავრება. სიმბოლურია, რომ სკოლის კურსდამთავრებულთა პირველი  დიდი ჯგუფი სტრასბურგს ზუსტად ათი წლის წინ ეწვია.
  Eევროპის საბჭოს საზაფხულო უნივერსიტეტის სესიები ევროპის სასახლეში 27-29 ივნისს გაიმართება და მას თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის კურსდამთავრებულებთან  ერთად, ევროპის 16 ქვეყნის პოლიტიკური სკოლების 700 წარმომადგენელი დაესწრება. მთავარი განსახილველი საკითხი _ `ეთიკა და პოლიტიკა~, სტრასბურგში ჩასული ქართველი მსმენელებისათვის უცხო ნამდვილად არ იქნება, რადგან ამ თემას საქართველოსათვის მისი აქტუალობის გამო, მთელი წლის განმავლობაში სკოლა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა.
    27 ივნისს, ჩვენი დელეგაციის საპატივცემულოდ საზეიმო მიღება გაიმართება ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში.
E ევროპის საბჭოს საზაფხულო უნივერსიტეტში ქართველი მსმენელები მონაწილეობას მიიღებენ, როგორც თემატურად დაყოფილ სამუშაო ჯგუფებში, ასევე გაერთიანებული სესიის მუშაობაში, გარდა ამისა, მათ შეხვედრები ექნებათ   მაღალი რანგის ევროპელ სახელმწიფო მოღვაწეებთან და ევროპის საბჭოს ხელმძღვანელებთან. გაიმართება ტრადიციული შეხვედრა თბილისისა და მოსკოვის სკოლების დელეგაციების მონაწილეობით.  29 ივნისს კი, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტორბენ იაგლანდი, კურსდამთავრებულებს საზეიმოდ გადაცემს ევროპის საბჭოს სპეციალურ სერტიფიკატებს.


24.06.2011


<< back
Council of Europe
International Network
Publications
Gallery
Golden Fund
Online Application
Tbilisi School of Political Studies. © 2009 - 2021 - All rights reserved
Designed by Makhviladze.com