GEO ENG
ივნისი 2021
 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30     

გამოკითხვა

მოგწონთ ჩვენი განახლებული ვებ–გვერდი?

დიახ არა არ ვიცი
წინ შედეგები

ქართველები ევროსაბჭოს საზაფხულო უნივერსიტეტში

თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის 38-კაციანი დელეგაცია 5-10 ივლისს ევროსაბჭოს საზაფხულო უნივერსიტეტის კურსის გასავლელად სტრასბურგში იმყოფებოდა. მათ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის დახლოებით 600 წარმომადგენელთან ერთად მონაწილეობა მიიღეს როგორც საზაფხულო უნივერსიტეტის პლენარული სხდომის მუშაობაში, ასევე სექციურ მუშაობასა და იქ გამართულ დისკუსიებში.

საყურადღებოა, რომ ქართულმა დელეგაციამ სრული შემადგენლობით, წინასწარ დაგეგმილი, რამდენიმე საათიანი შეხვედრა გამართა მოსკოვის პოლიტიკური სწავლების სკოლის მთელ ჯგუფთან. საუბრის ერთადერთი თემა, ქართულ-რუსული ომის შემდეგ ორ ქვეყანას შორის არსებული დამოკიდებულება იყო. ფაქტობრივად, ეს შეხვედრა იმ ქართულ-რუსული დიალოგის კონტექსტში წარიმართა, თბილისისა და მოსკოვის პოლიტიკურმა სკოლებმა მიმდინარე წლის თებერვალს პარიზში რომ ჩაუყარეს საფუძველი. ნიშანდობლივია, რომ სტრასბურგში გამართული ეს შეხვედრაც,  ევროპის საბჭოს ხელმძღვანელობის მხრიდან პოზიტიურად შეფასდა. როგორც თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დირექტორმა არმაზ ახვლედიანმა ევროპის საბჭოს პოლიტიკური დეპარტამენტის გენერალურ დირექტორთან ჟან ლუი ლორანთან შეხვედრისას აღნიშნა: თბილისის და მოსკოვის სკოლების წარმატებული თანამშრომლობა, ორივე ქვეყნის ბევრი სხვა  ინსტიტუტისათვის სამაგალითო უნდა გახდეს.

ორმხრივი დიალოგის ფარგლებში მიმდინარე წლის 30-31 ოქტომბერს  თბილისის და მოსკოვის სკოლის ამჯერად უკვე ექსპერტები, სანკტ-პეტერბურგში შეიკრიბებიან.

10.07.2009


<< უკან დაბრუნება
Council of Europe
საერთაშორისო ქსელი
პუბლიკაციები
გალერეა
მემკვიდრეობა
გახდი მსმენელი

სიახლეები

პარასკევი, 01 მაისი 2020
შაბათი, 25 აპრილი 2020
ორშაბათი, 15 აგვისტო 2016
ხუთშაბათი, 16 ივნისი 2016
ხუთშაბათი, 19 მაისი 2016
ხუთშაბათი, 28 აპრილი 2016
სხვა სიახლეები
Tbilisi School of Political Studies. © 2009 - 2021 - All rights reserved
Designed by Makhviladze.com