GEO ENG
ნოემბერი 2017
  1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30    

გამოკითხვა

მოგწონთ ჩვენი განახლებული ვებ–გვერდი?

დიახ არა არ ვიცი
წინ შედეგები

მოგზაურობა სვანეთში

სადაც ეს პირობა დაცულია!

ერთი ქართველი მწერალი წერს:  „აბა, ადამიანები თუ არ გიყვარს, ისე რა ფასი აქვს ან ყვავილების სურნელს, ან ვარსკვლავებისას“...ეს მთავარი პირობაა! ამ პირობის ფასს გრძნობს სკოლა და არავის უკვირს, ერთთვიანი წვიმების შემდეგ ზუსტად იმ დღეს რატომ დგება დარი! არავის უკვირს, სვანეთში, ამ სიკეთეში, მოგზაურობის ხარისხი წლიდან წლამდე როგორ ღრმავდება! მეტი და მეტი აღფრთოვანება როგორ შემოაქვს ჩვენში იმ განსაკუთრებულ ჯვარცმას მესტიის მუზეუმში, ვერავის რომ ვერ ტოვებს გულგრილს!

აბა, ადამიანები თუ არ გიყვარს, რა ფასი აქვს ან შეკრებას, ან მოგზაურობას, ან სიმღერას, ფერწერის თუ ჭედურობის ხელოვნებას?! რა ფასი აქვს უშბას და შხარას?!

გამოფხიზლება

არ წავიშლებითო! - წყალგაუვალი პრინციპულობითწარმოთქვამესტიისმუზეუმისთანამშრომელმა, გიდმა. ამ ნათქვამს დატანილიმამრობითისიმკაცრეალბათმხოლოდლამარიას მსახურ ქალებს შეუძლიათ, რადგან უამრავიეჭვის საპირწონედ წარმოთქმულმა ამ ვერდიქტის მსგავსმა ფრაზამ სულ ზრიალ-ზრიალით დაიარა ჩვენი სასხვათაშორისოობისკენ მიდრეკილი ფიქრი და პერსპექტივები. სატევარს, ქამარ-ხანჯალს, ლითონს, სევადს, ჭედურობას, ცხენის აღკაზმულობას, მაჩუბის მორთულობას გვიხსნიდა ის მესტიის მუზეუმში.

არ წავიშლებითო! - არადა, ერთი სათნო ქალი იყო - ხორბლისფერი კანით, ცისფერი თვალებით, საუბრისას ხმაც კი უკანკალებდა, ამხელა ენერგიას კი როგორ ატანდა ამ ფრაზას!

იმ „ერთი გზის“ მსახური

კომკავშირელი ყოფილა, როცა იფარში ადამიანის ზომის წმიდა გიორგის ჭედური ხატი უნახავს და მაშინ მიმხვდარა, რომ, იმ „ერთი გზის“ გარდა, ყველაფერი ამაოა. დღეს ხელისგულზე უდევს საუკუნეები, 21 კი არა, 40-ზე მეტი და იმ „ერთი გზის“ გარდა, ყველა გზის ამაოებას მარცვალ-მარცვალ კითხულობს საუკუნეების წიგნიდან. იმ „ერთი გზის“ მსახური და მქადაგებელია!

სამი მთავარი დარბაზიაო, ხატების, საეკლესიო სიწმინდეების და ხელნაწერების - სულ ჟრუანტელით გვასმენინა. სამი სახით არის სიწმინდეები დაცული სვანეთში - მუზეუმებში, სალოცავებში, სამალავებში და ეს ასე დაყოფილი დაცულობის ადგილებიისეთ მისტიკურ ენერგიას ქმნის, რომ შეგაზანზარებს... სხვა განცდის მიღება შეუძლებელია მეექვსე საუკუნის იმ პრიმიტიული ფერწერის ხის ხატისგან, რამდენიმე წლის წინ ერთი პატარა სალოცავის იატაკიდან აყოლებული ბათქაშის თხელი ფენის ჩამოცლის შემდეგ რომ უპოვიათ.  რამდენი რამ არ ჩანს, რამდენი დაფარულია, თურმე ცოცხალ ხეებშიც კი ინახებოდა სიწმინდეები,  თურმეისეთი ხელნაწერებიც არის დაცული ოჯახებში, არც ერთ სახელმწიფოინსტიტუტს ხელი რომ არ მიუწვდება.

იმ „ერთ გზაში“ კი მხოლოდ შინაარსი და კონცეფცია კი არ იგულისხმება, არამედ ფორმაც. ალბათ ამიტომ ასე შეცვალა  ჩვენი გიდი ადამიანის ზომის წმიდა გიორგის ჭედურმა ხატმა იფარში!

უხერხული...

მერე იტყვიან, სუბკულტურაო! კიდევ რა სიმაღლეებს უნდა მოიცავდეს ზეკულტურა? მარტო ერთი ჯვარცმა (ყველა რომ გამორჩევით მიაქცევდა ყურადღებას) კმარა ყველა სკეპტიკოსის პასუხად, ე. წ. „ზეკულტურაში“ ჩვენი ადგილის ძებნა რომ გადაუწყვეტია! ნუიჩქარებენ, ბათქაშს მიღმა, ხის მერქნებში, უძველეს სკივრებში, ერთი არქეოლოგიური ნიჩბის დარტყმაზე, ჩვეულებრივ სამარხებში აღმოჩენილი არტეფაქტებით ჯერ კიდევ როგორ შეივსება ეს კულტურა!

ასეთ აქცენტებს მავანთა მხრიდან ჩვენი ევროპელობის ეჭვქვეშ დაყენება გვაბედვინებს,  თორემ, როგორი მიკერძოებული და არაჯანსაღიც უნდა იყოს ხედვა, ამ კულტურას ბრძოლა ნამდვილად არ სჭირდება! რამდენი ოსტატი, რამდენი ხელოვანი, რამდენი შეგირდი, რამდენი მლოცველი დასტრიალებს თავს ამ ფერწერას, ამ ჭედურობას და ეს ნათელი, ნათელი ენერგია სიკეთედ როგორ დგება ჩვენში! საკვირველია, რომ ამას შინაურიც ასე მკაფიოდ გრძნობს და სტუმარიც.

უხერხულია, ამ ჯვარცმას ფლობდე და ადგილისთვის იბრძოდე!

სასწორზე...

ერთი რამ გაბნევს მხოლოდ, ტაძარი დაარქვა თუ სალოცავი... ხატი უფრო დიდ სიწმინდედ მიიჩნიო თუ დროშის ბუნიკი, მრგვალი დარბაზის ცენტრში საგანგებოდ ცალკე რომ არის გამოფენილი... ე. წ. „მებრძოლი“ წმინდანები უფრო მრავლად მოგეჩვენოს თუ  დაყუდებულნი... ზარის ხმას რომ გაიგებ, მნათედ სასულიერო პირი მიიჩნიო თუ ტაძრის მცველი... სვანურ საგალობელში ლირიზმი უფრო ეძიო თუ უკომპრომისო კულმინაცია... ან როგორ გაბედო და უწოდო ასეთ ცოცხალ მდგომარეობას ნივთი, ექსპონატი, არტეფაქტი...

ზარი...

კალაში, წმიდა ივლიტასა და კვირიკეს ტაძარში, ტაძრის პირქუშმა მცველმა ნეტავ რატომ, რა სურვილით,  რა განწყობით ჩამოჰკრა ზარს, ასწლეულების შემსწრეს, ცოცხლად რომ მოიტანა ჩვენამდე ისტორიის (და არა ისტორიული) ხმა?! შიგნით ტაძარში  მაცხოვრის კონქის ხატი, მკაცრი, გავბედავ და, პირქუშიც კი... წმიდა ივლიტა და, გამაოგნებელია, რომ ხანდაზმულ კაცად გამოსახული სულ 12 წლის კვირიკე მისტიკისა და საკრალურობის სიმძიმესა და სიმსუბუქეს ერთდროულად გამოსცემს!

პანაშვიდი ტარდება... სანთლები ანთია... საგალობლები ისმის...  ალბათ სწორედ ამგვარად  გაქრება დრო ისტორიის დასასრულის შემდეგ! არავის უშვებს იმედგაცრუებულს, გულნაკლულსაც კი! ეშვები და ათჯერ მაინც მიგახედებს უკან. მიუყვები კესანების არშიებით ზღვარდადებულ რთულ, მაგრამ ცისფერ ბილიკებს.

ამ ყვავილებში რაღაც დედაშვილობის მაგვარია, დიდი ტანჯვის შემდეგ ერთგვარ მოკრძალებულ სიხარულად რომ ამოცისფრებულა მიწის გულიდან! კესანე დედაშვილობის ყვავილია, ივლიტასა და კვირიკეს ყვავილი! და საერთოდ, როგორ დავიჯეროთ, ამდენი ფერის ასეთ ყვავილებს სვანეთს დიდ მინდვრებზე არაფერი ჰქონდეს სათქმელი?!

დედაშვილობა...

დედაშვილობამ „იავნანა“ გაგვახსენა! როგორ ნათლად ჩანდა კესანეს ფერი და ფორმა, სინატიფე და სინაზე ჩვენი ბიჭების მიერ შესრულებულ ქართულ და კორსიკულ „იავნანაში“.

დათო ტურაშვილმა ევროპის ყველაზე მაღალ დასახლებულ პუნქტში, უშგულის სკოლის პასტორალურ დარბაზში ისაუბრა ქართულ და ბასკურ, ქართულ და კორსიკურ მსგავსებებზე, ხმელთაშუაზღვის აუზის ქვეყნების კულტურათა ერთიანობაზე, საქართველოს ისტორიულ ადგილზე ამ, ევროპულ სივრცეში, ევროპაზე, როგორც საქართველოს ძველ სახლზე...იმდენი არგუმენტი, იმდენი საბუთი ჰქონდა თვალწინ, ასე მარტივი ალბათარასოდეს მოჩვენებია სათქმელის დასაბუთება!

როცა ასე ტაქტიდან ტაქტამდე ემთხვევა ერთმანეთს ქართული „იავნანა“ და კორსიკული „ჩუჩარელა“, როცა ასეთი თვალსაჩინოა ჩვენი ადგილი კაცობრიობის თავგადასავალში, უმჯობესია, ფაქტებმა იმეტყველოს. ეს გზა ირჩია დათო ტურაშვილმაც!

მოსახვევები...

ასეთი მოგზაურობებიერთგვარ „მოსახვევებს“ ჰგავს ჩვენთვის, სკოლის წევრებისთვის, რადგან მოსახვევები თამამად აშიშვლებს მისწრაფებებს, სურვილებს, თამამად გვაცლის ზედმეტს, ნაყალბევს,  სხვა ძალისხმევას, სხვა ხედვას, სხვა გამოცდილებას გვთხოვს. თუ მიჰყვები და თავი არ დაგენანება, მოგზაურობას დიდი წრთობა შეუძლია, წრთობა კი უსათუოდ უკავშირდება თვითშემეცნების არცთუ მარტივ, საკმაოდ მტკივნეულ დისკომფორტს. აბა, შხარასთან ახლოს, რძისფერ ლამარიასთან რომ დგახარ, რაღაც ხომ უნდა შეზანზარდეს შენში, ტკივილითაც კი შეზანზარდეს, რომ შეგცვალოს!

სწორ გზებზე იშვიათად იქმნება პრობლემები, სირთულეები ყოველთვის მოსახვევებშია!

პირობა

 

ადამიანები თუ არ უყვართ... რამდენიც გინდა, იმდენ საზოგადოებაში სასაცილოდ მოეჩვენებათ გიდის ნათქვამი, მოყვასის სიყვარულით, ამ ერთადერთი ფაქტორით, ქმნიდნენ ასეთი კულტურასო. დიახ, თუ ერთმანეთი არ გვიყვარს, ყველაფერს ეკარგება აზრი, უფრო სწორად კი, არაფერს აქვს აზრი, იმ ჯვარცმასაც კი მესტიის მუზეუმში,  ჩვენი მთავარი გზის  ნიმუშად და ყველა კითხვის პასუხად რომ კმარა...

                                                                                                     ესმა მანია

16.06.2016


<< უკან დაბრუნება
Council of Europe
საერთაშორისო ქსელი
პუბლიკაციები
გალერეა
მემკვიდრეობა
გახდი მსმენელი

სიახლეები

სამშაბათი, 11 აპრილი 2017
ორშაბათი, 15 აგვისტო 2016
ხუთშაბათი, 16 ივნისი 2016
ხუთშაბათი, 19 მაისი 2016
ხუთშაბათი, 28 აპრილი 2016
ორშაბათი, 14 დეკემბერი 2015
სხვა სიახლეები
Tbilisi School of Political Studies. © 2009 - 2017 - All rights reserved
Designed by Makhviladze.com