GEO ENG
დეკემბერი 2017
    1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

გამოკითხვა

მოგწონთ ჩვენი განახლებული ვებ–გვერდი?

დიახ არა არ ვიცი
წინ შედეგები

„ალავერდობიდან“ სტრასბურგამდე

   გაუნათებელი გირლანდების, ჩამქრალი ფერადი ნათებების, ქუჩებში ფხიზლად მოსიარულე სამხედროების, ქალაქის ცენტრში, კლებერის მოედანზე საგანგებოდ მოწყობილი სამგლოვიარო კუთხის, ერთგვარი დაბნეულობის  მიუხედავად, დემოკრატიის მეოთხე მსოფლიო ფორუმი სტრასბურგში მაინც დაგეგმილ დროს, პარიზის ტერაქტებიდან მეოთხე დღეს გაიხსნა. ასე სახიფათო არასოდეს ყოფილა თანამედროვე ევროპა, შესაბამისად, ასე საინტერესოც.
   შობაღამეს შეწყვეტილ ზეიმს ჰგავს დღეს მგლოვიარე საფრანგეთი. ბედის ირონიაა, რომ ნამდვილი ევროპის ხიბლი სწორედ ახლა შეიძლება შეიგრძნოს კაცმა, სწორედ ახლა, ამაზრზენი ტერაქტებიდან ოთხი დღის შემდეგ, როცა ასეთი კითხვები დადგა დღისწესრიგში: როგორ არ გვძულდეს, როგორ დავძლიოთ შიში, როგორ გადავრჩეთ მაშინ, როცა ორი აუწონავი ფასეულობა დგას ერთმანეთის პირისპირ - ადამიანის უსაფრთხოება და დემოკრატიული ღირებულებები!(პირველში „ჩვენ“ ხომ არ იგულისხმება და მეორეში - „ისინი“, რადგან დემოკრატიის სივრცე  ხომ მაინც ის სივრცეა, რომელიც ჩემ „გარეთ“ არის, ჩემ „ირგვლივ“ არის, დემოკრატიული სივრცე ხომ მაინც „სხვისი“ სივრცეა?!) არადა, ეს უბრალო საფიქრალი არ არის, ის „ოქრის შუალედს“ ითხოვს. სწორედ ეს „ოქროს შუალედი“ ჰმატებდა მომხიბვლელობას სტრასბურგის ფორუმს.
   ცნობილი სამეცნიერო კვლევითი ცენტრების, უმაღლესი სასწავლებლების, მედიაჰოლდინგების გამორჩეულ წარმომადგენლებთან ერთად ფორუმში მონაწილეობას იღებდნენ მოქმედი და ყოფილი პოლიტიკური ლიდერები, სხვადასხვა კონფესიის მაღალი სასულიერო წოდებების წარმომადგენლები, ნობელის პრემიის ლაურეატი, 11 სექტემბრის ტერაქტში ექვმიტანილობის გამო გუანტანამოს ციხიში ნამყოფი პირიც,  ისეთიც კი,  პარიზის ტერაქტისას დაშავებული ვისი დის სიცოცხლეც ჯერ კიდევ ბეწვზე ჰკიდია... საუბრობდნენ მასობრივი კონტროლის ხარისხზე პირადი სივრცის შელახვისა თუ არშელახვის პირობებში, საუბრობდნენ ლიბერალური დემოკრატიის კრიზისზე, საუბრობდნენ საერთაშორისო ტერორზე, საუბრობდნენ სირიელ დევნილთა უწყვეტ ნაკადზე. ეს და ყველა სხვა თემა დღეს კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ევროპაში, ყველა საკითხი ღიაა და გახსნილი.
   სინადვილეში, კრიზისი კითხვების არარსებობა, პასუხგაცემულობის იმგვარ გარსში გახვეულობაა, 13 ნოემბერს პირველმა გასროლამვე რომ გაარღვია.  ევროპას საფიქრალი გაუჩნდა და სწორედ ამით უნდა დააღწიოს თავი კრიზისს.
   ევროპის ისტორიაში ასე მკაფიოდ კარგა ხანია არ გამოჩენილა ორი პინა... ორ პინაზე დევს დღეს მისი ბედი და ამ იუველირული ბალანსის უფაქიზეს ნერვს უჭირავს დღეს ის!  იმაზე გააზრებული, იმაზე გათვლილი, იმაზე ლოგიკური, თუ შეიძლება ითქვას,  იმაზე საინტერესოც არაფერია, თუ არა ცხოვრება იუველირული ბალანსით, ცხოვრება ფეხის წვერებით. სწორედ ამ ბალანსს იცავდა ფორუმი, ამიტომაც გაბედა ამ სახიფათო დღეებში ამდენი მონაწილის ასე ორგანიზებული შეხვედრა.
   დიდი და წარმომადგენლობითი ფორუმის 180 ქვეყნის დელაგაციას ყველას ჩვენ-ჩვენი საფიქრალი გვქონდა, ჩვენ-ჩვენი ქვეყნის რაკურსიდან ამოსული საფიქრალი.
   თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის ჯგუფი გურამ რჩეულიშვილის „ალავერდობით“ დაწყებულ თავდაუზოგავი ფიქრის მარათონს ევროპის საბჭოს ყვითელ-ნარინჯისფერ, ვირტაჟებიან დარბაზში განაგრძობდა, დიახ, განაგრძობდა, მიუხედავად იმისა, რომ სტრასბურგის სემინარს მაინც დასასრული ერქვა.

                                                                              ესმა მანია






27.11.2015


<< უკან დაბრუნება
Council of Europe
საერთაშორისო ქსელი
პუბლიკაციები
გალერეა
მემკვიდრეობა
გახდი მსმენელი

სიახლეები

სამშაბათი, 11 აპრილი 2017
ორშაბათი, 15 აგვისტო 2016
ხუთშაბათი, 16 ივნისი 2016
ხუთშაბათი, 19 მაისი 2016
ხუთშაბათი, 28 აპრილი 2016
ორშაბათი, 14 დეკემბერი 2015
სხვა სიახლეები
Tbilisi School of Political Studies. © 2009 - 2017 - All rights reserved
Designed by Makhviladze.com