GEO ENG
ნოემბერი 2019
    1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

გამოკითხვა

მოგწონთ ჩვენი განახლებული ვებ–გვერდი?

დიახ არა არ ვიცი
წინ შედეგები

გასაუბრება - სკოლის ორბიტის ახალი ნაკადი

ეს ასეთი გარდამავლობა ძველსა და ახალს შორის განსაკუთრებით თვალსაჩინოვდება გასაუბრებებზე. სწორედ ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო დღეებია სკოლის ცხოვრებაში ახალი წევრების, შესაბამისად, ახალი სისხლის, ახალი აზროვნების ძიება, ახალი ჯგუფის ფორმირება.

  რაღაცნაირად თავსდება ამ  (სიძველისა და სიახლის) გარდამავლობაში სასტუმრო „ამბასადორიდან“ ანჩისხატის კედლების ქვების მრუდედ ჰარმონიული ხედი... მეტაფორულად, სადღაც აქაა სკოლის არსიც... და სკოლის ამ ბოლომდე ვერგარკვეული არსის მაძიებელი სხვადასხვა მოლოდინით, სრულიად განსხვავებული სურვილებით ასობით ადამიანია მოსული გასაუბრებაზე, ასობით ახალი პერსპექტივა... ამ ნარჩევთაგან ირჩევა ჯგუფი და ირჩევა ასე, თუ  აპლიკანტისა და სკოლის „გადაკვეთაზე“ იმ „ცეცხლმა“ გაიკვესა, იმ „მარილის“ გემო იგრძნეს, ის ჯგუფის წევრი ხდება.

   მაგრამ  სკოლის პატივსაცემი წევრია ყველა, ვინც „ამბასადორში“ ერთხელ მაინც მოხვედრილა და ვისაც გაკვირვება გამოუთქვამს იმ, ერთი შეხედვით, უცნაურ ფანტომებზე, რომლებიც გასაუბრებაზე დახვედრია და რომელთა მიღმაც იმაზე მეტი აკადემიზმი დგას, ვიდრე ამბობენ, იმაზე მკაცრი მეთოდოლოგია და სტრუქტურირება, ვიდრე ჩანს...

  28 სექტემბრიდან - 2 ოქტომბრამდე ახალი ჯგუფის ყველა წევრი შეიტყობს, რომელ რიცხვში, რომელ საათზე, რომელი მოედნიდან, რა მიმართულებით დაიძვრება პირველ სემინარზე მიმავალი ავტობუსი.

  სკოლა მეტად მადლიერია იმ ადამიანების, ვისაც სხვადასხვაგვარი აკადემიური განათლებისა და გამოცდილების, კარიერის, შემოქმედებითი უნარების, ასაკის, ეროვნების მიუხედავად, სკოლაში მონაწილეობის სურვილი გასჩენია, რადგან სინამდვილეში სურვილთა ეს სიმრავლე ქმნის სკოლას, „ქმნის“ ყოველდღიურად და ამ „ქმნადობით“  ცდილობს გარდაქმნას ყველა, ვინც მასთანაა... ამიტომ სკოლას სურს, ეს ადამიანები, გარდაქმნის ეს კეთილი ფაქტორები, დარჩნენ მის ორბიტაზე... 

  სინამდვილეში, ნებისმიერი ობიექტის მოცულობა ხომ  მისი ორბიტის მოცულობით იზომება...

                                                                                                                                                                                                              ესმა მანია

      

27.08.2015


<< უკან დაბრუნება
Council of Europe
საერთაშორისო ქსელი
პუბლიკაციები
გალერეა
მემკვიდრეობა
გახდი მსმენელი

სიახლეები

შაბათი, 28 აპრილი 2018
ორშაბათი, 15 აგვისტო 2016
ხუთშაბათი, 16 ივნისი 2016
ხუთშაბათი, 19 მაისი 2016
ხუთშაბათი, 28 აპრილი 2016
ორშაბათი, 14 დეკემბერი 2015
სხვა სიახლეები
Tbilisi School of Political Studies. © 2009 - 2019 - All rights reserved
Designed by Makhviladze.com