GEO ENG
ნოემბერი 2019
    1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

გამოკითხვა

მოგწონთ ჩვენი განახლებული ვებ–გვერდი?

დიახ არა არ ვიცი
წინ შედეგები

სემინარი შუქჩრდილიანი სათქმელით

სემინარი შუქჩრდილიანი სათქმელით

 

   კაცი თუ კარგად დააკვირდება, ჩვენი შინაგანი განწყობებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარებების „სამხილები“ მარტივად მოიძიება ჩვენ ირგვლივ არსებულ არაერთ მოცემულობაში - ტექსტში, მუსიკაში, ფერში, არქიტექტურაში, ყოფით და გასტრონომიულ კულტურაში... ალბათ სწორედ ამგვარ „სამხილად“ უნდა მოვიჩნიოთ თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის 30 აპრილი-1 მაისის სემინარის პროგრამაში ერთი ფუძის მქონე სიტყვის - „ჩრდილ“ - ოთხჯერ გამეორება (სამჯერ ტექსტში, ერთხელ ყდის ილუსტრაციაზე). „ჩრდილი“ და „აჩრდილი“, რა კონტექსტშიც უნდა მოვიხსენოთ, უარყოფითი ნიუანსების მატარებელია, ძირითადი სუბსტანციის ინერციულ, მეორეულ, „ნარჩენ“ ფაქტორს ნიშნავს. სამყაროს ბუნაბაა ასეთი, ჩრდილისა და აჩრდილის გარეშე არაფერი იკარგება, ყველაფერი რჩება, ყველაფერს გავლენა აქვს. სწორედ ამ სიღრმეებს, ზედაპირსმიღმიერ სიღრმეებს ეძებს სკოლა. რა ჩრდილებითა და აჩრდილებით, რა წინა ვითარებებით არის ნაკვები ჩვენი დღევანდელი რეალობა, სკოლის მთავრი საკვლევი საკითხებია. კულტურული სტერეოტიპიც სწორედ ამგვარი ქვედინებებით ფორმირდება. რა მიმართებაა, ერთი მხრივ,  ქართულ კულტურულ სტერეოტიპსა და, მეორე მხრივ,  ქართულ არჩევანს შორის დემოკრატიული კულტურის სასარგებლოდ, ევროპის, ახლო აღმოსავლეთის, თურქეთისა და რუსეთის დიპლომატიური თუ აკადემიური წრეების წარმომადგენელთა დისონანსური ნიუანსების (ეს ბუნებრივიცაა!) შემცველი მსჯელობის საგანი გახდა. ყველაზე ანგარიშგასაწევი კულტურული, ეთნიკური, გეოპოლიტიკური სხვადასხვაობებით გამოწვეულ ამ ბუნებრივ კონფლიქტებში მაინც დიდი ევროპული გაერთიანების ბედზე მსჯელობა იყო.

 

    სემინარი, ბუნებრივია, შეეხო ქართული რეალობის პრობლემურ საკითხებსაც. არაერთი ფაქტორის, მათ შორის საბჭოთა წარსულის აჩრდილების გავლენა ქართულ სამართლებრივ კულტურაზე, საერთაშორისო ურთიერთობების პრინციპების ფორმირებაზე, საზოგადოების გადრაქმნის ილიასეული ხედვის რეტროსპექტული ანალიზი და სხვა სემინარის სამუშაო საკითხები იყო.

 

   შეხვედრა საზოგადოებრივი რადიოს 90-ე წლისთავს ეძღვნებოდა. ტიხრები ხავერდოვანი, „ოქროს ხმებით“  რადიოს უნიკალური ფონდებიდან არა მხოლოდ ნოსტალგიურ სენტიმენტებს აღვივებდა დამსწრეთა შირის, არამედ რადიოს, იმ საკომუნიკაციო საშუალების, პერსპექტივებსაც სახავდა, ხმის, როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის, ერთ-ერთი მთავარი გადამრჩენი რომ არის.

 

   სემინარის მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, დასწრებოდნენ გელა კანდელაკის ჩრდილების თეატრ „ბუდრუგანას“ ორ წარმოდგენას ორიგინალური, სრულებით გამორჩეული გამომსახველობითი საშუალებებით.

 

   ორი კულმინაცია ჰქონდა სემინარს: აფხაზეთის სახელმწიფო კაპელას კონცერტი და ლანა ღოღობერიძის ფილმი: „ნაღვლისფერი სიხარულის ქრონიკა“.  სწორედ „ნაღვლისფერი სიხარული“ იყო ორივე „კულმინაციის“ მთავარი ხაზი, ისეთი სიხარული, რომელიც არ აზულუქებს, არ ალაღებს, არ აამპარტავნებს, როცა ეს პრინციპი დაცულია, მუსიკაც მართალია და ფილმიც...

 

   ლანა ღოღობელიძე რომ დასწრებოდა სემინარს, ხავერდოვანი არისტოკრატიზმით, მაგრამ უსათუოდ სადად წაიკითხავდა სტრიქონებს: „ჩემო ხორბლისფერო ღვთისმშობელო“... ან  „დღეს სიხარულიც ნაღვლისფერია“... ამ ორ სიტყვაში მთელი მეოცე საუკუნის კომიკურ ტრაგიზმს ჩატევდა და ეპოქის მრუდე ჩრდილში ერთადერთ, მაგრამ ყველაზე სანდო თავშესაფრად მშვენიერებას აღიარებდა!

 

                                                                                                                                               ესმა მანია

 

                                                                                                     

04.05.2015


<< უკან დაბრუნება
Council of Europe
საერთაშორისო ქსელი
პუბლიკაციები
გალერეა
მემკვიდრეობა
გახდი მსმენელი

სიახლეები

შაბათი, 28 აპრილი 2018
ორშაბათი, 15 აგვისტო 2016
ხუთშაბათი, 16 ივნისი 2016
ხუთშაბათი, 19 მაისი 2016
ხუთშაბათი, 28 აპრილი 2016
ორშაბათი, 14 დეკემბერი 2015
სხვა სიახლეები
Tbilisi School of Political Studies. © 2009 - 2019 - All rights reserved
Designed by Makhviladze.com