GEO ENG
ნოემბერი 2019
    1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

გამოკითხვა

მოგწონთ ჩვენი განახლებული ვებ–გვერდი?

დიახ არა არ ვიცი
წინ შედეგები

ჩვენი კურსდამთავრებულის დიდი წარმატება

2015 წლის ევროპის საუკეთესო მოთხრობის კრებულში „Best European Fiction 2015" ქართველი პროზაიკოსის, თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის კურსდამთავრებულის, ეკატერინე ტოგონიძის, მოთხრობა „მე ვარ“ დაიბეჭდა. წიგნს გამომცემლობა „Dalkey Archive Press“ ყოველწლიურად ინგლისურ და ჩინურ ენებზე გამოსცემს. პირველი ქართველი ავტორი, რომლის ნაწარმოებიც ამ კრებულში შევიდა, მწერალი ზურაბ ლეჟავა იყო. „Best European Fiction“-ის შემდგენელი და მთავარი რედაქტორი გავლენიანი ლიტერატურული ექსპერტი ალექსანდერ ჰემონია, ის აგრეთვე ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატთა შესარჩევი ბორდის წევრია. 
   ეკატერინე ტოგონიძის მოთხრობა „მე ვარ“ ნატალია ბუკიამ და ვიქტორია ფილდმა თარგმნეს.  ნაწარმოები სოფლიდან ქალაქში ჩამოსულ გოგონაზეა, რომელსაც რცხვენია საკუთარი წარმომავლობის, სახელის, გარეგნობის და პლასტიკური ოპერაციების გზით მთლიანად იცვლის იერ-სახეს. ფორმის ტრანსფორმირება შინაარსსაც გარდაქმნის, როგორც ჭურჭელი დროთა განმავლობაში ზემოქმედებს შიგთავსზე... გმირი არჩევანის წინაშე დგება: შეინარჩუნოს საკუთარი თავი თუ ბოლომდე მოექცეს თანამედროვეობის დაუნდობელ სტანდარტებში, მოდის ინდუსტრიით ნაკარნახევ ტენდენციებში, მატერიალისტური სამყაროს თამაშის წესებში, რომელიც არ ცნობს ადამიანთა მრავალფერaოვნებას და არც ინდივიდუალობის, სულიერების ადგილს ტოვებს. 
   ეკატერინე ტოგონიძის მოთხრობა „მე ვარ“ ასევე  “ბაკურ სულაკაურის 15 საუკეთესო მოთხრობა 2014-ში” დაიბეჭდა. ვულოცავთ ეკატერინეს ამ კიდევ ერთ, დიდ წარმატებას!
09.02.2015


<< უკან დაბრუნება
Council of Europe
საერთაშორისო ქსელი
პუბლიკაციები
გალერეა
მემკვიდრეობა
გახდი მსმენელი

სიახლეები

შაბათი, 28 აპრილი 2018
ორშაბათი, 15 აგვისტო 2016
ხუთშაბათი, 16 ივნისი 2016
ხუთშაბათი, 19 მაისი 2016
ხუთშაბათი, 28 აპრილი 2016
ორშაბათი, 14 დეკემბერი 2015
სხვა სიახლეები
Tbilisi School of Political Studies. © 2009 - 2019 - All rights reserved
Designed by Makhviladze.com