GEO ENG
ნოემბერი 2019
    1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

გამოკითხვა

მოგწონთ ჩვენი განახლებული ვებ–გვერდი?

დიახ არა არ ვიცი
წინ შედეგები

„მთავარი“ - მისი არჩევანი

   მისი სახლის უფარდებო ფანჯრებიდან ფოთოლგაცვენილი ხის ტოტები მოჩანს. ფანჯარასთან მდგარ მაგიდაზე უწესრიგოდ  (უფრო სწორად, არქივისთვის შესაფერისი უსისტემობით) მიმოფანტულია ამონარიდები გაზეთებიდან. საკმაოდ ბევრი გამოცემაა, ზემოთ რატომღაც უცხოენოვანები ადევს, თვალშისაცემია ესპანურენოვანი, ბასკური ისტორიების კვლევის მსურველთა შესახებ რეპორტაჟებით... ყველგან, ძველისძველ, უფუნქციოდ ქცეულ „ზაპოროჟეცშიც“, საწერ თუ სასადილო მაგიდებზეც, საწოლზეც, სკამებზეც საკითხავებია გადაშლილი, კარგად გაცვეთილი წიგნები. 

   საკუთარ სახლში მისულ ყველა სტუმარს მასპინძელი, პირველ რიგში, უჩვენებს შექსპირის სონეტებს, უფრო სწორად, მის წარწერას: „ჩემს იურას - ნიჭიერ კაცს შემოქმედებაშიც და ძმობაშიც“.  ამ მინაწერის ავტორი რეზო თაბუკაშვილია, ადრესატი - მისი შეუცვლელი ოპერატორი - იური ბარამიძე. ეს მინაწერი იური ბარმიძის "სავიზიტო ბარათია"! სავიზიტო ბარათისთვის ბევრი გამორჩეული თვისება აქვს ამ მართლაც  გამორჩეული ნიჭიერების კაცს, თუმცა მისი ყველაზე დიდი ნიჭიერება რეზო თაბუკაშვილისადმი იმ ერთგულებაში გამოიხატა, რომლის ძალითაც მეგობრის არჩევანი თავისი ნებითვე აქცია თავისი ცხოვრების უმთავრეს საგად. 

   ეს გურული კაცი დღეს დუშეთის ერთ სოფელში მარტო ცხოვრობს. 

   მის სამყაროში შელამაზება არაფერს სჭირდება - არც მის წარსულს, არც აწმყოს, რასაკვირველია, არც საყოფაცხოვრებო გარემოს, ბუნებრივია, არც მის ბუნებრივ და ლაღ საქციელს.

მის მიერ ბევრი რამეა გადამეტებულად, ზედმეტად მიჩნეული, ამიტომ ბევრი რამეა გადაფასებული, გადაყრილიც კი. 

   მისი სხარტი და ლაღი იუმორი, მისი ცრემლით სიხარულის გამოხატვის უნარი მისივე ბუნებრიობის ერთი ნაწილია.

   ყოველგვარი ზეაწეულობისა და პათეტიკის გარეშე სახლობენ მის წარსულსა და აწმყოში, მის სულსა და გონებაში ხერგიანი, სელა, თაყაიშვილი, თამარაშვილი, გოგლა ლეონიძე.

   მის აზროვნებაში ერთმანეთისგან ვერ გაირჩევა  რეალური და არაცნობიერი, ალბათ ამიტომაც არის მისი დღევანდელობის ნაწილი 1936 წელი, თავის ქალები, სისხლი... ამიტომაც უკავშირდება მისთვის დიდ მისტიკას ღვთისმშობლის ხატი "შენ ხარ ვენახი"...

   ეს გურული კაცი ჩვენს ლოდინში გამთენიიდან ჭიშკართან რომ იდგა სატელეფონო დაფარვის ზონის საძებნელად, რომ ჩვენი ზარი არ გამორჩენოდა, ისეთი გულით გვთავაზობს საკალანდე მანდარინს და ჩურჩხელას,  რომ გულქვა უნდა იყო, არ გასინჯო!

   მისი სახლის უფარდებო ფანჯრებიდან ხის ფოთოლგაცვენილი ტოტები მოჩანს. ეზოში უფუნქციოდ ქცეული  "ზაპოროჟეცი" დგას. მის ირგვლივ არაფერია შესალამაზებელი, დასაფარი.  გაგაგიჟებს, თუ ბოლომდე ჩაჰყევი ამ ნივთებს, მათ ფუნქციებსა  და სიმბოლიკას, ერთი სიტყვით, თუ ჩაჰყევი იმ ნიჭიერი კაცის არჩევანს, დაუფიქრებლად, ერთ წამში რომ გადაცვლიდა ყველა ჯილდოს, ყველა ჩინს, ყველა მედალს თუნდაც ერთი ადამიანის სიყვარულზე... გაუცვლია კიდეც! 

   მის სამყაროში მთავარია "მთავარი", არადა, ეს "მთავარი" რა მცირე ადგილს იკავებს ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენს “ფარდებიან", "ჭაღებიან", “ცენტრალურგათბობიან", "მოზომილსათქმელიან" ცხოვრებაში...



   P.S. ერთი ახალგაზრდა ქართველი მწერალი წერს: "გულია, თუ არის, ეს ყველაზე დაფარული და დაგმანული რამ, მაინც ისე რომ მოჩანს ადამიანის სხეულიდან, როგორც გადაყვლეფილი ფეხსაცმლიდან დიდი თეთრი თითი".



                                                                                                                                                                                                                                ესმა მანია

30.12.2014


<< უკან დაბრუნება
Council of Europe
საერთაშორისო ქსელი
პუბლიკაციები
გალერეა
მემკვიდრეობა
გახდი მსმენელი

სიახლეები

შაბათი, 28 აპრილი 2018
ორშაბათი, 15 აგვისტო 2016
ხუთშაბათი, 16 ივნისი 2016
ხუთშაბათი, 19 მაისი 2016
ხუთშაბათი, 28 აპრილი 2016
ორშაბათი, 14 დეკემბერი 2015
სხვა სიახლეები
Tbilisi School of Political Studies. © 2009 - 2019 - All rights reserved
Designed by Makhviladze.com