GEO ENG
ნოემბერი 2019
    1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

გამოკითხვა

მოგწონთ ჩვენი განახლებული ვებ–გვერდი?

დიახ არა არ ვიცი
წინ შედეგები

მსმენელთა შესარჩევი პროცესის პირველი ეტაპი დასრულებულია

14-15 აგვისტოს თბილისში, სასტუმრო ``ამბასადორში``თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის  ახალი აკადემიური  წლის (2014-2015)  ჯგუფის დასაკომპლექტებლად,  აპლიკანტებთან შესარჩევი გასაუბრება გაიმართა. ორი დღის განმავლობაში სკოლის სხვადასხვა წლის კურსდამთავრებულისაგან შემდგარ კომისიას დაძაბული გრაფიკით მოუხდა მსმენელთა შერჩევის პროცესის წარმართვა, ვინაიდან როგორც გასულ წლებში, ამჯერადაც სკოლაში ჩარიცხვის მსურველთა რაოდენობა შთამბეჭდავია. წლეულს განაცხადი 300-ზე მეტმა აპლიკანტმა შემოიტანა და შეზღუდული ადგილების გამო მხოლოდ 30 მათგანი ჩაირიცხება სკოლაში. შერჩევის შედეგები  20-24 სექტემბრამდე გახდება ცნობილი.
    სკოლის ტრადიციისამებრ  გასაუბრებათა ეს  ორდღიანი ციკლი,  უფრო შეხვედრის ხასიათს ატარებდა, და აპლიკანტებს საშუალება ჰქონდათ  უშუალოდ სკოლის დირექტორისგან მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია  სკოლის 15 წლიანი საქმიანობის, მისი მთავარი ამოცანებისა და  ფასეულობების შესახებ.
    გასაუბრების დროს  კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი სკოლის აპოლიტიკურობას, რაც მისი ერთ-ერთი მთავარი სავიზიტო ბარათია.
    გარდა ამისა, როგორც ამ შეხვედრების დროს აღინიშნა, სკოლა  ცდილობს მიიზიდოს სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების, პროფესიის თუ ასაკის ადამიანი, და სწორედ ამგვარი მრავალფეროვნების  პრინციპით დაკომპლექტდება   ახალი აკადემიური ჯგუფიც.   
  
  

16.08.2014


<< უკან დაბრუნება
Council of Europe
საერთაშორისო ქსელი
პუბლიკაციები
გალერეა
მემკვიდრეობა
გახდი მსმენელი

სიახლეები

შაბათი, 28 აპრილი 2018
ორშაბათი, 15 აგვისტო 2016
ხუთშაბათი, 16 ივნისი 2016
ხუთშაბათი, 19 მაისი 2016
ხუთშაბათი, 28 აპრილი 2016
ორშაბათი, 14 დეკემბერი 2015
სხვა სიახლეები
Tbilisi School of Political Studies. © 2009 - 2019 - All rights reserved
Designed by Makhviladze.com