GEO ENG
აპრილი 2021
   1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30   

გამოკითხვა

მოგწონთ ჩვენი განახლებული ვებ–გვერდი?

დიახ არა არ ვიცი
წინ შედეგები

ერთი გადასახედი, ორგვარი ხედვა

სკოლას თავისი გადასახედი აქვს, დისტანცირებული გადასახედი და ამით უზრუნველყოფს თავის უმთავრეს ფასეულობებს: ობიექტურობას, მიუკერძოებლობას, `მანტიებისგან~ განმოსვას... სკოლაში, როგორც გადასახედი, სტარტიც ყოველთვის ერთია, ყოველთვის თანაბარი...
სკოლის ამჟამინდელი გადასახედი ლანდშაფტური თვალსაზრისითაც გამორჩეული იყო და ფილოსოფიურითაც _ ზღვის დონიდან 2190 მეტრი, კურორტი გუდაური, 18-19 ივლისი, გადაუღებელი წვიმა, სიკეთის ნოდარ დუმბაძისეული ხარისხი... (მიეძღვნა ნოდარ დუმბაძის დაბადების 85-ე წლისთავს), ძირითადი სლოგანი: `ადამიანი ფრესკა არ არის, რომ ერთ სიბრტყეში უყურო. ადამიანს, როგორც ქანდაკებას, ისე უნდა შემოუარო  და იმ კუთხიდან უმზირო, საიდანაც ყველაზე ლამაზად იმზირება~. 
საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საქართველოში ნერნიმ ნისიჩმა ერთ-ერთ კითხვაში ფორმირებული ცნება `თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები~ ასე შეასწორა: `თავისუფალი და დემოკრატიული საარჩევნო პროცესი~. ახალი სამუშაო წლის ოქტომბერში მონაწილეებისთვის შეთავაზებული მთავარი თემა `პოსტსაარჩევნო პოლიტიკური კულტურა~ ყველას დროული და ადგილიანი ეჩვენა, იგივე თემა არც დეკემბერში გაკვირვებია ვინმეს და არც თებერვალში, მაგრამ უკანასკნელ სემინარებზეც იმავე საკითხმა შედეგზე მეტად, პროცესის მნიშვნელობაზე დააფიქრა აუდიტორია, პროცესზე, რაც თავდადებულ ძალისხმევასაც გულისხმობს, რუტინასაც, თვითკრიტიკასაც და დასასრულის რაციონალურ გააზრებასაც და რაც ქართული ხასიათისა და საზოგადოებრივი აზრის მკვლევართა თვალსაზრისით, ასე აკლია ქართველს. 
სკოლის დამაარსებლისა და დირექტორის არმაზ ახვლედიანის თქმით, `ნებისმიერი ადამიანი, ნებისმიერი საზოგადოების წევრი, უნდა აცნობიერებდეს `წასვლის~ მნიშვნელობას, როგორც ფილოსოფიური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. როდესაც ადამიანს გააზრებული აქვს `წასვლის~ კონცეპტუალური საზრისი, სხვაგვარია მისი `აქმყოფობის~ თითოეული წუთიც და საკუთარ ნამოქმედარზე პასუხისმგებლობის განცდაც. არათუ რაციონალური კრიტიკა უნდა იქცეს აზროვნების მექანიზმად, არამედ თვითმიზნური კრიტიკაც კი. ეს მექანიზმი ცხოველმყოფელი უნდა იყოს მაშინაც, როდესაც ყველაფერი კარგადაა~.  
სემინარის მონაწილე ქართველი და უცხოელი დიპლომატების (რიჩარდ ნორლანდი, გიუნტერ ბეხლერი, სტივენ ჰეიკინი...), საჯარო მოხელეების (პაატა ზაქარეიშვილი, ზურაბ აბაშიძე), მკვლევარების (ანდრეი ზახაროვი, ნიკოლაი პეტროვი) გამოსვლებში განსაკუთრებული ადგილი დაეთმო როგორც ახალი ქართული რეალობის დადებითი და უარყოფითი ტენდენციების, მუშაობის ტემპების, სტრატეგიისა და ტაქტიკის, ამ ცვლილებებზე საზოგადოების რეაგირების საკითხების ანალიზს, ასევე ახალი გეოპოლიტიკური გამოწვევების, ახალი ალბათობების, ცნებათა და სისტემათა დროსთან ადაპტირებულად ტრანსფორმაციის საკითხების მიმოხილვას, მათ შორის განსაკუთრებული ადგილი დაეთმო რუსული ფედერალიზმის, რეგიონალისტური აზროვნების ბუნებრივ და ძალისმიერ ასპექტებს. რუსეთის საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზების პერსპექტივებს და სხვა. 


    სემინარს ესწრებოდა საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი, რომელმაც ისაუბრა ამ სფეროს მუშაობის წინახელისუფლებისეულ და დღევანდელ სტრატეგიებზე, მან ქართული კონფლიქტური ზონები განიხილა მსოფლიო კონფლიქტურ რეგიონებთან (კოსოვო, კვიპროსი, ყარაბაღი) მიმართებაში. ამ საკითხთან დაკავშირებით მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ისეთი გეოპოლიტიური ვითარებების შესაძლო დადებით გავლენებზე, როგორიცაა, ერთი მხრივ, ჩრდილოეთ კავკასია, როგორც ახალი გამოწვევა თანამედროვე რუსეთისათვის და, მეორე მხრივ, საერთაშორისო სპოტრული მოვლენა _ 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლომპიადა; ასევე, ამ რეგიონების ნაციონალური იდეოლოგიების, დემოგრაფიის, ეკონომიკის განვითარების კრიზისულ ტენდენციებზე; ამ უწყების ჯერჯერობით არასისტემურ, არამედ სპონტანურ, თუმცა დასაფასებელ დადებით ნაბიჯებზე...
სემინარის განსახილველი საკითხი იყო ცნობილი ქართველი ფილოსოფოსის ნიკო ჭავჭავაძის მთავარი საკვლევი მიმართულებაც _ `ვისწავლოთ პიროვნებად ყოფნა~, ქართულ-აფზახური და ქართულ-ოსური კონფლიქტების წვდომის ზურაბ ჭავჭავაძისეული სიღრმეებიც,  გოდერძი ჩოხელის პიროვნებაც, რომელსაც ასეთი  პასუხი გაუცია კითხვაზე: როცა აქ ასე გიჭირს, რატომ არ მიდიხარ სადმე: `სად წავიდე, როგორ დავტოვო საფერავი, არაგვი, მტკვარი?~ (რადგან ამ ნაბიჯს `წასვლა~ კი არა, გაქცევა ჰქვია.) გუდაურის სემინარის დამსწრეებმა ხედვის ორგვარი თვალსაწიერის აუცილებლობაზეც ისაუბრეს: ადამიანის ხედვა, `საიდანაც ის ყველაზე ლამაზად იმზირება~ და პოლიტიკური პროცესის ხედვა, საიდანაც ის ყველაზე მყიფეა. 
                                                                                                  ესმა მანია
21.07.2013


<< უკან დაბრუნება
Council of Europe
საერთაშორისო ქსელი
პუბლიკაციები
გალერეა
მემკვიდრეობა
გახდი მსმენელი

სიახლეები

პარასკევი, 01 მაისი 2020
შაბათი, 25 აპრილი 2020
ორშაბათი, 15 აგვისტო 2016
ხუთშაბათი, 16 ივნისი 2016
ხუთშაბათი, 19 მაისი 2016
ხუთშაბათი, 28 აპრილი 2016
სხვა სიახლეები
Tbilisi School of Political Studies. © 2009 - 2021 - All rights reserved
Designed by Makhviladze.com