გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი განახლებული ვებ–გვერდი?
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართება
ევროპის საბჭოს ორგანიზებით, შვეიცარიის მთავრობისა და თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის ხელშეწყობით , დღეს, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში", ერთდღიანი კონფერენცია "2012 წლის საპარლამენტო არჩევნების გაკვეთილები და გადასადგმელი ნაბიჯები" გაიმართება.
კონფერენციას ევროპის საბჭოს დემოკრატიული მმართველობის დეპარტამენტის დირექტორი კლაუდია ლუჩიანი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, მთავრობის წევრები, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები, საქართველოში აკრედიტებული მისიების ხელმძღვანელები დაესწრებიან.
თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დამფუძნებლისა და დირექტორის არმაზ ახვლედიანის განმარტებით, კონფერენციაში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა, მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და უცხოელი ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
"ევროპის საბჭოს ორგანიზებით დაგეგმილი კონფერენცია საქართველოში არჩევნების შემდეგ ამ მასშტაბის პირველი ღონისძიებაა, რომლის მიზანია, ახალმა ხელისუფლებამ და პოლიტიკურმა წრეებმა გააანალიზონ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების გაკვეთილები და ნაბიჯები, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების გაღრმავებასა და განვითარებას" ,- განუცხადა "ინტერპრესნიუსს" არმაზ ახვლედიანმა.
30.11.2012