GEO ENG
აპრილი 2021
   1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30   

გამოკითხვა

მოგწონთ ჩვენი განახლებული ვებ–გვერდი?

დიახ არა არ ვიცი
წინ შედეგები

ქართველი და რუსი ექსპერტების დიალოგი სკოლაში

მიმდინარე  წლის 17-19 ნოემბერს  თბილისში, შვეიცარიის მთავრობის ხელშეწყობით თბილისის და მოსკოვის პოლიტიკური სწავლების სკოლების ერთობლივი პროექტის - „ბათუმის ინიციატივის“ პირველი შეკრება გაიმართა. მსგავსი ფორმატის შეხვედრები ქართველ და რუს ექპერტებს შორის უკვე რამდენიმე წელია იმართება, მაგრამ ამჯერად იგი განახლებული ფორმით ჩატარდა.  პროექტი 2007 წლიდან ყოველწლიურად ექსპერტებისა და დაინტერესებული მსმენელები მონაწილეობით ტარდებოდა. ამჟამად, თემის განხილვა მხოლოდ ექსპერტთა   წრეში შედგა.  ათმა აღიარებულმა ქართველმა და რუსმა  ექსპერტმა დახურულ კარს მიღმა ორმხრივ ურთიერთობებში არსებულ ვითარებაზე იმსჯელა და ჩიხიდან გამოსავლის  სავარაუდო გზებიც დასახა. შეხვედრა წარმატებული  და შედეგიანი გამოდგა თუნდაც იმიტომ, რომ ამ ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ორ სკოლას შორის თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები გამოიკვეთა. მაგალითად,   შეხვედრაზე გადაწყდა,რომ  რუსეთში გამომავალი საუკეთესო სამეცნიერო ჟურნალის „ოტეჩესტვენიე ზაპისკის“ მომავალ წლის სპეციალური გამოცემა სწორედ თბილისში გამართული დისკუსიის მთავარ თემას დაეთმობა. გარდა ამისა, შეიქმნება ერთობლივი ვებ გვერდიც, სადაც  როგორც ორი სკოლის თანამშრომლობის მთავარი ასპექტები , ასევე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის საკითხები გაშუქდება. პროექტის მომდევნო  შეხვედრა უახლოეს თვეებში  ჩატარდება.    
21.11.2012


<< უკან დაბრუნება
Council of Europe
საერთაშორისო ქსელი
პუბლიკაციები
გალერეა
მემკვიდრეობა
გახდი მსმენელი

სიახლეები

პარასკევი, 01 მაისი 2020
შაბათი, 25 აპრილი 2020
ორშაბათი, 15 აგვისტო 2016
ხუთშაბათი, 16 ივნისი 2016
ხუთშაბათი, 19 მაისი 2016
ხუთშაბათი, 28 აპრილი 2016
სხვა სიახლეები
Tbilisi School of Political Studies. © 2009 - 2021 - All rights reserved
Designed by Makhviladze.com