GEO ENG
ნოემბერი 2019
    1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

გამოკითხვა

მოგწონთ ჩვენი განახლებული ვებ–გვერდი?

დიახ არა არ ვიცი
წინ შედეგები

მთის ნიავი პოლიტიკურ სკოლაში

„და დავიტირებ, როგორც ადამი
მე დაკარგული სამოთხის კარებს“

თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლამ, პოეტ გრიგოლ მეგრელიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო წიგნის მაღაზია „დიოგენეში“ გამართა.
საღამოს უძღვებოდა ცნობილი ენათმეცნიერი გრივერ ფარულავა. სწორედ ბატონ გრივერს უნდა უმადლოდეს ქართველი ერი ამ განსაკუთრებული პოეტის შემოქმედების გამომზეურებას.
გრიგოლ მეგრელიშვილი (მას „მთის ნიავის“ ფსევდონიმითაც იცნობდნენ) 1898 წელს ჩოხატაურში დაიბადა. გრიშა (როგორც პოეტს მოფერებით ეძახდნენ), ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, სულიერი ხედვის პოეტი იყო, ალბათ ამიტომაც იწინასწარმეტყველა საკუთარი აღსასრული ბრძოლის ველზე. ის 19 წლის ასაკში, მრავალრიცხოვანი ჭრილობებით ახალციხის მახლობლად გარდაიცვალა.
წლების მანძილზე, კომუნისტური წყობილების პირობებში, ქართველმა ხალხმა, ბოლშევიკებთან მებრძოლი პოეტის ხსენებაც კი ვერ გაბედა და მისი საფლავი დაკარგული იყო. 
ახლა გრიგოლ მეგრელიშვილის საფლავი ცნობილია. მისმა ლექსებმაც დღის შუქი ნახეს და ალბათ დაგვიანებით, მაგრამ მაინც, მთის ნიავი თავის კუთვნილ ადგილს დაიკავებს ქართულ პარნასზე, ის ხომ ასეთი თანამედროვეა! 



                                                                                 გურამ მეგრელიშვილი
22.09.2012


<< უკან დაბრუნება
Council of Europe
საერთაშორისო ქსელი
პუბლიკაციები
გალერეა
მემკვიდრეობა
გახდი მსმენელი

სიახლეები

შაბათი, 28 აპრილი 2018
ორშაბათი, 15 აგვისტო 2016
ხუთშაბათი, 16 ივნისი 2016
ხუთშაბათი, 19 მაისი 2016
ხუთშაბათი, 28 აპრილი 2016
ორშაბათი, 14 დეკემბერი 2015
სხვა სიახლეები
Tbilisi School of Political Studies. © 2009 - 2019 - All rights reserved
Designed by Makhviladze.com