GEO ENG
ნოემბერი 2019
    1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

გამოკითხვა

მოგწონთ ჩვენი განახლებული ვებ–გვერდი?

დიახ არა არ ვიცი
წინ შედეგები

მომენტური და მონუმენტური

      პოლიტიკური სწავლების სკოლის ივნისის სემინარმა ოთხი პორტრეტი მოითხოვა, ოთხი პორტრეტით შექმნა ერთგვარი მისტიკური წრე - იაკობ გოგებაშვილით, 100 წლის წინ, სწორედ 14 ივნისს რომ გარდაიცვალა, რეზო თაბუკაშვილით, 85 წლის წინ რომ დაიბადა, ექვთიმე თაყაიშვილით, მისი ღვაწლი ასეთი მადლიერებით და სიყვარულით რომ ასახა თავის ლიტერატურულ კინო-პუბლიცისტიკაში რეზო თაბუკაშვილმა და გალაკტიონით.

     განსხვავებული პერიოდები, ცხოვრება, ინტერესთა სფერო და მაინც ერთი წრე, ერთი ხაზი, ერთი მიზანი... ოთხი პორტრეტი მოითხოვა სკოლის სემინარმა, ოთხი მონუმენტური პორტრეტი!

×××

    წითელ დარბაზში გალაკტიონი ორ ენაზე ისმოდა - ქართულად და ინგლისურად. ''უთარგმნელობის'' სტერეოტიპით დაღდასმულ პოეტს ბაირონის ქართველი მკვლევარი და მთარგმნელი - ინესა მერაბიშვილი თარგმნიდა. მკვლევარი და მთარგმნელი! ის ჯერ სიმბოლოებს სხნიდა, შემდეგ კი ლინგვისტური თამაშების არსს... ქარის ქროლვის ხმა-ბაძვა, ''ჰაეს'' დამატებით ჰაეროვნების გამძაფრება, მიმართულების მკაფიო და რიტმული შეგრძნება, სიმაღლის, ცის, სისუფთავის ფენომენი ამ ქროლვაში უცვლელად გადაეცემოდა ''უთარგმნელ'' ინგლისურ თარგმანს. ქალბატონი ინესა ხსნიდა სიმბოლოებს - ვერხვის ფოთოლთა თრთოლვას, ''ვარდსა და გვირილას'' და, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ლექსი საგალობლის სიმაღლემდე აჰყავდა. ის გატაცებით საუბრობდა, თუ როგორ ცნობიერად ქმნიდა გალაკტიონი ცნობიერებისთვის რთულ მოვლენებს. ის  არ თხზავდა ეპითეტებს, არც კუთვნილ ადგილს უძებნიდა პოეტს მსოფლიო კლასიკოსებს შორის, არამედ სრულიად ნეიტრალურ ფაქტზე - მის მონუმენტურობაზე საუბრობდა.

   წითელ დარბაზში გალაკტიონს ბუნებრივად მოჰყვა სიმებიანი კვარტეტის კონცერტი. სიტყვის მუსიკა ბგერის მუსიკით შეიცვალა, მწყობრად აეწყო იმ დღეების ნანახ-ნაფიქრი და აღემატა მომენტურობას.

×××

     რთული დილემები, ბინარული ოპოზიციები სკოლაში ისეთ სემანტიკურ და ლინგვისტურ თამაშად გარდაიქმნა, რომელიც აკავშირებდა კიდეც და განყოფდა კიდეც ერთმანეთისგან კომპრომისს და კონფორმიზმს, სამართლის უზენაესობას და კონიუნქტურას, ერთი სიტყვით, მომენტურს და მონუმენტურს... ამ გადასვლებში მთავარ როლს პოეზია და მუსიკალური კომპოზიციები თამაშობდა, ყველაზე რთულ სათქმელს მსუბუქი ლექსი და ნათელი კომპოზიცია ამბობდა. ''Не будъ ко мне жестока, прекрасная далёка'' - თავისი გამოსვლის ამ უვერტიურას რუსმა ექსპერტმა ფიოდორ ლუკიანოვმა მრავლისმთქმელი და ელეგანტური გადასვლა უწოდა.

    ''კაცობრიობამ სიბრძნე დაკარგა და ცოდნა შეიძინა'' - როცა აზროვნების ამ ურთულეს პრობლემაზე ქალბატონი ინესა მარაბიშვილი საუბრობდა, ნაუბარს სითბოსავით გასდევდა ლია სტურუას უნაზესი ხმა: ''ჩემო ხორბლისფერო ღვთისმშობელო''... და ყველა პრობლემას პირობითს ხდიდა!                                                                                                                                                        ესმა მანია

18.06.2012


<< უკან დაბრუნება
Council of Europe
საერთაშორისო ქსელი
პუბლიკაციები
გალერეა
მემკვიდრეობა
გახდი მსმენელი

სიახლეები

შაბათი, 28 აპრილი 2018
ორშაბათი, 15 აგვისტო 2016
ხუთშაბათი, 16 ივნისი 2016
ხუთშაბათი, 19 მაისი 2016
ხუთშაბათი, 28 აპრილი 2016
ორშაბათი, 14 დეკემბერი 2015
სხვა სიახლეები
Tbilisi School of Political Studies. © 2009 - 2019 - All rights reserved
Designed by Makhviladze.com