GEO ENG
ნოემბერი 2019
    1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

გამოკითხვა

მოგწონთ ჩვენი განახლებული ვებ–გვერდი?

დიახ არა არ ვიცი
წინ შედეგები

კახი კავსაძის სახსოვარი

9 ივნისს თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის 50-კაციან ჯგუფთან ერთად ცნობილი ქართველი მსახიობი კახი კავსაძე კახეთში გაემგზავრა. ეს დღე მისი სახსოვარი იყო, გონებას მისით შერჩენილი და მისებურად შერჩენილი...
..."შატო მერეს" რარიტეტულ დარბაზში დიდ მონიტორზე ბიოგრაფიული ფილმის ფორმატს ასწორებდნენ. წინა რიგში ფილმის მთავარი პერსონაჟი და"მთავარი" მსახიობი იჯდა.  პირველივე კადრებმა უხერხულობა აგრძნობინა და დარბაზიდან გავიდა. მისი დარბაზიდან გასვლით - ამ ყველაზე დიდი კულმინაციით დაიწყო ფილმი!
რა გულგრილია ის, ვინც პირველად საქმეს ასაკი შეუფარდა! ჩვენ უასაკო კახი კავსაძე ვნახეთ, მართლაც უჩვეულო არტისტიზმით, უმსუბუქესი მიხვრა-მოხვრით, შეუდარებელი ფიზიკური და შინაგანი პლასტიკით, კეთილხმოვანების  ასე ფაქიზი განცდით... იმ დღეს ის ფილმის დასრულების შემდეგ ფეხზე წამომდგარი პასუხობდა თითოეული ჩვენგანის შეკითხვას და ასე ავსებდა რეჟისორ ნანა ჯანელიძის ფილმით ასე ემოციურად შექმნილ მისივე პორტრეტს.
იმ დღეს ჩვენ წინ იდგა ყველაფრის ამტანი, ყველაფრის მიმღები,  ყველაფრის გამთავისებელი მსახიობი! ყველა საქმის, ყველა ფიქრის, ყველა ქცევის ძირისძირში ჰარმონიული მუსიკალობა და სამყაროს მიმართ სიყვარულით გახსნილობა ედო და ეს დისონანსს გამორიცხავდა, ამიტომაც ჰქონდა გარდასახვის უჩვეულო ნიჭი. 
მან ღელვა იცის, რადგან პროფესიონალია! მან თავმდაბლობა იცის, რადგან დიდბუნებოვანია! მან სიხარული იცის, რადგან ადამიანია! მან თავზეხელაღებული, ისტერიული ცეკვა და გონდამკარგველი სიმღერა იცის და ეს მისი ერთადერთი იარაღია! მის ცხოვრებაში ბევრია საგა, საგა მამაზე, მუსიკაზე, ბელაზე, თეატრზე... მის ცხოვრებაში ერთმანეთისგან ვერ განირჩევა ტკივილი და სიხარული, მაგრამ არასდროს ავიწყდება არც ერთი გაღიმებული ბაგე, არც ერთი გამოწვდილი ხელი...
მამა რომ ჰყოლოდა,  ის მსახიობი არ გახდებოდა, დღეს კი  თეატრი მისი ცხოვრება გახდა და ასე სვამს კითხვას: "იქ თეატრი არის?"
ეს დღე კახი კავსაძის სახსოვარი იყო, გონებას მისით  და მისებურად, ესე იგი, გამაოგნებელი სიმსუბუქით შერჩენილი... 

ესმა მანია
11.06.2012


<< უკან დაბრუნება
Council of Europe
საერთაშორისო ქსელი
პუბლიკაციები
გალერეა
მემკვიდრეობა
გახდი მსმენელი

სიახლეები

შაბათი, 28 აპრილი 2018
ორშაბათი, 15 აგვისტო 2016
ხუთშაბათი, 16 ივნისი 2016
ხუთშაბათი, 19 მაისი 2016
ხუთშაბათი, 28 აპრილი 2016
ორშაბათი, 14 დეკემბერი 2015
სხვა სიახლეები
Tbilisi School of Political Studies. © 2009 - 2019 - All rights reserved
Designed by Makhviladze.com