GEO ENG
ნოემბერი 2019
    1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

გამოკითხვა

მოგწონთ ჩვენი განახლებული ვებ–გვერდი?

დიახ არა არ ვიცი
წინ შედეგები

მეტი, ვიდრე პატივისცემა!


   ის ბაკურიანში, წითელ დარბაზში, სავარძელში იჯდა, მისი ყავარჯნის თავზე არწივი იყო გამოკვეთილი და მისი ფილმის პირველ კადრშიც სწორედ არწივი ჩანდა.  თუმცა დღეს სიმბოლო  "წითელიც" გახსნილია და სიმბოლო "არწივიც", მის შემოქმედებას ახლა სხვა სიღრმეები აქვს.
  მისი ღვაწლი უკვე 85 წელს ითვლის და "სხვათა სახელებით" უფრო იცნობენ, ვიდრე საკუთარით. ამ სახელებში მან შენიღბა და გააშიშვლა კიდეც საკუთარი სახელი რეზო ჩხეიძე.  
   "პატრიარქები", "კლასიკოსები"  როცა ადამიანებს ასე აფასებენ, მათდამი მოკრძალებულ პატივისცემას გამოხატავენ, თუმცა 9 დეკემბერს, ბაკურიანში, სკოლის იუბილარი სტუმარი, 85 წლის რეჟისორი რეზო ჩხეიძე, ყველა ხვდებოდა, რომ მეტს იმსახურებდა, ვიდრე სტანდატრული, ფორმალური იუბილეებია, მეტს იმსახურებდა, ვიდრე პატივისცემაა! ეს შესაძლებლობაც სკოლას ალბათ ამგვარი დამოკიდებულების გამო  მიეცა! ეს რომ უჩვეულო შეხვედრა იყო, დარბაზი მაშინ მიხვდა, როდესაც ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტ სერაფიმეს მიერ ნათქვამმა "ჯარისკაცის მამის" საკუთარ მამასთან დაკავშირებულმა მოგონებამ მსმენელი ააღელვა, როცა რეჟისორმა ნანა ჯანელიძემ აღიარა, როგორ აყურადებდა ნაჩვენები ფილმის დარბაზისეულ რეაქციებს და გულწრფელი კმაყოფილებით როგორ აღიარა, რომ 30 წლის შემდეგაც შეგდა ფილმი! როცა რეჟისორმა გელა კანდელაკმა თავისი უფროსი კოლეგის იმ ორმაგ საქმეებზე ისაუბრა, რომელთაც არასდროს ჰქონია ორმაგი სტანდარტები.
  რეზო ჩხეიძე იდგა და ისე უბრალოდ, ისე მარტივად საუბრობდა, როგორც ძერწავდა სხვადასხვა პერსონაჟის სახეში თავის უმთავრეს სათქმელს კეთილშობილებას... მას საბჭოთა რეგალიები იმიტომ სჭირდებოდა, რომ გიორგი თორელს მეტი სიყვარულით და მეტი მონდომებით გადაეწყვიტა ყველა მტკივნეული პრობლემა, რომ საკუთარი ფასეულობების დასაცავად ჯარისკაცის მამას სილა გაეწნა რუსი ოფიცრისთვის... 
  არაერთი ჩვენგანი, ვინც რეზო ჩხეიძეს "სხვისი სახელით" იცნობდა და იმ დღეს მას ყავარჯნიანს და მხცოვანს პირველად ხედავდა, კარგად გრძნობდა, რომ მისეული ხედვით, მისეული ესთეტიზმით, მისეული სუფთა ენერგიით, მას წინ ჯერ კიდევ ელოდა მისი წილი გასაკეთილშობილებელი "ვაიო".
  ის ბაკურიანში, წითელ დარბაზში, სავარძელში იჯდა, მისი ყავარჯნის თავზე არწივი იყო გამოკვეთილი და მისი ფილმის პირველი კადრიც სწორედ არწივი იყო. არწივს პირობითობა ვერ ეხება  არა აქვს მნიშვნელობა, ადამიანის ხელშია ჩავარდნილი, ხეში თუ ქვაში ნაკვეთი, ბგერით თუ ფერით გადმოცემული... არწივი არწივია ბუნება აქვს ასეთი! 

                                           ესმა მანია
                                    12 დეკემბერი 2011 წელი
                  
12.12.2011


<< უკან დაბრუნება
Council of Europe
საერთაშორისო ქსელი
პუბლიკაციები
გალერეა
მემკვიდრეობა
გახდი მსმენელი

სიახლეები

შაბათი, 28 აპრილი 2018
ორშაბათი, 15 აგვისტო 2016
ხუთშაბათი, 16 ივნისი 2016
ხუთშაბათი, 19 მაისი 2016
ხუთშაბათი, 28 აპრილი 2016
ორშაბათი, 14 დეკემბერი 2015
სხვა სიახლეები
Tbilisi School of Political Studies. © 2009 - 2019 - All rights reserved
Designed by Makhviladze.com