GEO ENG
მაისი 2019
  1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31   

გამოკითხვა

მოგწონთ ჩვენი განახლებული ვებ–გვერდი?

დიახ არა არ ვიცი
წინ შედეგები

...კი არ ყოფდა, აერთიანებდა!

12 ნოემბერს თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის 44-კაციანმა ჯგუფმა სომხეთ-საქართველოს საზღვარი გადალახა. საზღვარი პირობითი ცნებაა, თორემ ასე არ მოუხდებოდა ქობერს სვანური საგალობელი, მაცხოვრის ქართულ ხელთუქმნელ ხატს ასე არ შეიფარებდა დროს გადარჩენილი ტაძრის აღმოსავლეთის კედელი, ქვათა არქაულ სიმუქეს ასე არ გააკეთილშობილებდა მისტიკამდე მისული თოვა... გუმბათმონგრეული ახტალის ფერწერულ ლაჟვარდს ვერ შეეხიზნებოდა ადგილობრივი მოსახლეობა, ასე თამამად არ გაიღებოდა ჩვენთვის სომხური კულტურის უნიკალური ძეგლები _ აჰპატი და სანაინი, არ მოვიდოდა და არ გაგვესაუბრებოდა, თუნდაც ტენდენციური, მაგრამ გულწრფელი საუბრით ტაძრის სომეხი მცველი საიათნოვაზე, ასე არ აღგვაფრთოვენებდა ადგილობრივი არქიტექტურის თავისებური გრანდიოზულობა და არ გვაძებნინებდა იქ გაყოფამდელი, ძველისძველი, საერთო ქრისტიანობის კვალს...
თოვდა და თამარის ბორჯღალებიან ხიდზე საგალობელი ისმოდა, თამარის მემკვიდრეების მიერ აშენებულ სომხეთში დარჩენილ საქართველოს საზღვარგადმოკვეთილთა `მრავალჟამიერიც~ ეხმიანებოდა...
თოვას ფიქრი მოჰქონდა, ფიქრი, რომელიც კორექტულობასა, ტოლერანტობასა თუ შეთანხმებაზე მაღლა აყენებდა სიყვარულს, რომელმაც არც დრო იცოდა, არც საზღვარი, რომელიც კი არ ყოფდა, აერთიანებდა!
                                       

                                               ესმა მანია

14.11.2011


<< უკან დაბრუნება
Council of Europe
საერთაშორისო ქსელი
პუბლიკაციები
გალერეა
მემკვიდრეობა
გახდი მსმენელი

სიახლეები

შაბათი, 28 აპრილი 2018
ორშაბათი, 15 აგვისტო 2016
ხუთშაბათი, 16 ივნისი 2016
ხუთშაბათი, 19 მაისი 2016
ხუთშაბათი, 28 აპრილი 2016
ორშაბათი, 14 დეკემბერი 2015
სხვა სიახლეები
Tbilisi School of Political Studies. © 2009 - 2019 - All rights reserved
Designed by Makhviladze.com