GEO ENG
ივნისი 2017
   1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30   

გამოკითხვა

მოგწონთ ჩვენი განახლებული ვებ–გვერდი?

დიახ არა არ ვიცი
წინ შედეგები

მოკლე ისტორია

თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, დაარსდა 1999 წელს ევროპის საბჭოს მხარდაჭერით. მისი დამაარსებელი და დირექტორია: პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი არმაზ ახვლედიანი. სკოლის პირველი სემინარი 2000 წელს წინანდალში გაიმართა. სკოლას 2009 წელს დაარსებიდან  10 წელი 2009 წელს შეუსრულდა, ხოლო პირველი სემინარის გამართვის საიუბილეო თარიღი - 2010 წელია. თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა ევროპის საბჭოს პოლიტიკური სწავლების სკოლათა ქსელის ნაწილია, რომელიც დღეისათვის 16 ევროპული ქვეყნის სკოლას აერთიანებს. მათ შორის თბილისის სკოლა, დაარსების თარიღის გათვალისწინებით, მოსკოვის სკოლის შემდეგ, რიგით მეორე მსგავსი ტიპის ორგანიზაციაა მთელს ევროპაში. 

სწორედ, პოლიტიკური სკოლის ქართული მოდელის წარმატებულმა საქმიანობამ უბიძგა ევროპის საბჭოს, სკოლათა ქსელი მთელს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშიც განევითარებინა. სკოლა თავისი სხვადასხვა პროექტების ფარგლებში ყოველწლიურად დაახლოებით 5-6 სემინარს ატარებს. ყველაზე წარმატებული და ტრადიციული – ე.წ. «ქართული პროექტია», რომელიც ერთი აკადემიური წლის განმავლობაში 35-40 ახალგაზრდა პოლიტიკოსის, სახელმწიფო მოხელის, ბიზნესმენის, მოსამართლის, მეცნიერის, ჟურნალისტისა თუ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლის სემინარულ მუშაობაში ჩართვას ითვალისწინებს, მათგან ყველაზე წარმატებულები კი, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საზაფხულო უნივერსიტეტში ასრულებენ აკადემიურ წელს. მიუხედავად დასახელებისა, სკოლა აპოლიტიკური ორგანიზაციაა და იგი წარმოადგენს იმ თავისუფალ ტრიბუნას, სადაც, სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებისა თუ პროფესიის ახალგაზრდებს საკუთარი მოსაზრებების გამოთქმის შესაძლებლობა მშვიდ, უკონფლიქტო და აკადემიურ გარემოში აქვთ. სემინარებზე მთავარ მომხსენებლებად ცნობილი ქართველი და უცხოელი ექსპერტები არიან მოწვეულნი. გარდა ამისა, ხორციელდება «კავკასიური პროექტი», «ქართულ-რუსული», «შვედური პროექტი», და ა.შ. ეს პროექტები ძირითადად ექსპერტთა მონაწილეობით სემინარ-კონფერენციების გამართვას გულისხმობს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის საზღვრებს გარეთ. სკოლის ღონისძიებათა გეოგრაფიული არეალი საკმაოდ ფართოა, სტრასბურგში ყოველწლიური სტუმრობის კვალდაკვალ, სხვადასხვა წლებში მისი დელეგაციები კონფერენციებში მონაწილეობისათვის არაერთხელ იყვნენ მიწვეულები, ქალაქებში: რომი,  ფლორენცია, ტრიესტე, ასევე სან-მარინო, სტოკჰოლმი, ტოკიო, ბელგრადი, ბერლინი, ბუქარესტი, პარიზი, კიევი. ამ ქალაქების ჩამონათვალი ყოველწლიურად მატულობს.

სკოლა აქტიურად თანამშრომლობს ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, აშშ და ევროპის ქვეყნების (გერმანია, საფრანგეთი, იტალია, შვედეთი, თურქეთი, ნიდერლანდი და სხვა). საგარეო საქმეთა სამინისტროებთან, მათ მთავრობებთან და სახელოვან ევროპულ უნივერსიტეტებთან. სკოლას, 10 წლისთავისათვის  700-მდე კურსდამთავრებული ჰყავს, მათი უმტესობა დღეს უკვე  ქართული პოლიტიკური თუ ბიზნეს ელიტის წარმომადგენლები, ასევე ცნობილი ჟურნალისტები თუ სამოქალაქო სექტორის აქტივისტები არიან.

თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა ერთადერთი არასამთავრობო ორგანიზაციაა მთელს რეგიონში, რომელიც ევროპის საბჭოს სპეციალური მედლით არის დაჯილდოებული, ქვეყანაში დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრებაში შეტანილი წვლილისათვის.

Council of Europe
საერთაშორისო ქსელი
პუბლიკაციები
გალერეა
მემკვიდრეობა
გახდი მსმენელი

სიახლეები

სამშაბათი, 11 აპრილი 2017
ორშაბათი, 15 აგვისტო 2016
ხუთშაბათი, 16 ივნისი 2016
ხუთშაბათი, 19 მაისი 2016
ხუთშაბათი, 28 აპრილი 2016
ორშაბათი, 14 დეკემბერი 2015
სხვა სიახლეები
Tbilisi School of Political Studies. © 2009 - 2017 - All rights reserved
Designed by Makhviladze.com