გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი განახლებული ვებ–გვერდი?
მისია
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოში პოლიტიკური ცოდნის დეფიციტი და პოლიტიკური პროცესის დემოკრატიულ ჩარჩოებში წარმართვის გამოცდილების არარსებობა ნეგატიურად აისახა სახელმწიფოს ცხოვრებაზე. ამიტომაც დღის წესრიგში დადგა პოლიტიკური რეკრუტირების ისეთი ინსტიტუციის შექმნის აუცილებლობა, რომელიც ერთი მხრივ, პოლიტიკური და სამოქალაქო განათლების გავრცელების, ხოლო მეორე მხრივ, ახალი თაობის პოლიტიკური და საზოგადოებრივი ელიტის ფორმირებას შეუწყობდა ხელს. თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლამ თავის მთავარ ამოცანად თავიდანვე დაისახა ქვეყანაში სამართლებრივი სახელმწიფოს ფასეულობების დამკვიდრებისათვის ხელშეწყობა და საზოგადოებაში პოლიტიკური კულტურის ამაღლება. დიალოგისა და მრგვალი მაგიდის ირგვლივ პოლიტიკური დებატების უარყოფა – ეს ქართული პოლიტიკური პროცესის ის მავნე მოვლენაა, სკოლა თავის საქმიანობით რომ უპირისპირდება. სკოლის მთავარი მიზანი საზოგადოებაში კულტურის ამაღლებაა, დიალოგის თუ პოლიტიკურ სუბიექტებს შორის ურთიერთობის კულტურის და ა.შ. სკოლა ისწრაფვის თავის ირგვლივ შემოიკრიბოს თანამოაზრეები, ანუ ის ადამიანები, რომლებიც იზიარებენ ამ ფასეულობებს, და ასე თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ ხელი შეუწყოს იმ სამოქალაქო სექტორის გაძლიერებას, რომელიც სახელმწიფოს მოკავშირე იქნება დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების საქმეში.