GEO ENG
აგვისტო 2019
   1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

გამოკითხვა

მოგწონთ ჩვენი განახლებული ვებ–გვერდი?

დიახ არა არ ვიცი
წინ შედეგები

შერიგების კულტურის ამაღლება – გზა შერიგებისაკენ

წლეულს, ოქტომბერში ათი წელი შესრულდა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის პირველი სემინარის გამართვიდან. მაგრამ სკოლაში ამ საიუბილეო თარიღის პომპეზურად აღნიშვნის ნაცვლად, ახალი აკადემიური წლის პირველი სემინარი სკოლისათვის ჩვეულ სამუშაო გარემოში წარიმართა, რითაც კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა სკოლის ათწლიან სულისკვეთებას, თვითკმაყოფილებას რომ უპირისპირდება. ეს სემინარი ცნობილი ქართველი ფილოსოფოსის, ქართველ სოკრატედ წოდებული მერაბ მამარდაშვილის დაბადების 80 წლისთავს მიეძღვნა. საკითხები, რომლებიც 21-22 ოქტომბერს ბაკურიანში სკოლის ახალმა მსმენელებმა, კურსდამთავრებულთა საკმაოდ მოზრდილ ჯგუფთან ერთად, ქართველი და უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით განიხილეს, საქართველოსათვის უკვე მარადიულ თემად ქცეული – შერიგების კულტურის ამაღლებას, უფრო ზუსტად, მის აუცილებლობას მოიცავდა. მეორე მხრივ,  ეს თემები ახლებური რაკურსით და ორიგინალური მოხსენებებით იყო გაჯერებული. საყურადღებოა, რომ სკოლა აქამდეც იყო განებივრებული საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ყურადღებით, მაგრამ ამჯერად მაინც შთამბეჭდავი იყო სხვადასხვა ევროპული ქვეყნის ელჩის, თუ საერთაშორისო ორგანიზაციის თბილისის ოფისის წარმომადგენელთა სიმრავლე. მათ შორის იყო შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოსა და სომხეთში გიუნტერ ბეჰლერი, ევროპის კავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი საქართველოში პერ ეკლუნდი, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის  სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში ბორის ვოდსი, ნიდერლანდების ელჩი პიტერ ლანგერბერგი, საფრანგეთის - ერიკ ფურნიე, უნგრეთის - გაბორ შაგი. მათი ერთი ნაწილი საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მხოლოდ მისასალმებელი სიტყვით შემოიფარგლა, ნაწილი კი, მაგალითად, ბორის ვოდსი,  სემინარის მონაწილეთა წინაშე საინტერესო მოხსენებით წარსდგა, რომელიც შერიგების ევროპული გამოცდილების გაზიარებისაკენ იყო მიმართული. წარმოშობით პოლონელმა ბორის ვოდსმა როგორც აღნიშნა, პოლონეთი თავისი ისტორის მანძილზე კონფლიქტებით "მდიდარი" ქვეყანა იყო. მას არც შიდა კონფლიქტები  და  არც მეზობელ სახელმწიფოებთან საზღვრების გამო  უთანხმოება და პრობლემები აკლდა. ამგვარი პრობლემებით საქართველო პოლონეთს წააგავს – დასძინა ბორის ვოდსმა. მაგრამ მაშინ პოლონეთმა  მეზობლებთან შერიგება და მშვიდობიანი თანაცხოვრების უზრუნველყოფა მოახერხა. სკოლას უკვე მერამდენედ სტუმრობდა ცნობილი რუსი ჟურნალისტი რადიო "ეხო კავკაზას" მთავარი რედაქტორი ანდრეი ბაბიცკი (რომლის მონდომებით, რადიოში სათანადოდ გაშუქდა სკოლის ათწლიანი ისტორია. მასალას გთავაზობთ) და არანაკლებ ცნობილი "ნოვაია გაზეტას" ჟურნალისტი - ზოია ეროშოკი. მნიშვნელოვანია, რომ სკოლის მიდრეკილება,  რაც პოლიტიკური თემების კვალდაკვალ სემინარის მონაწილეებს ქართული პოეზიის ნიმუშებთან ზიარების საშუალებასაც აძლევს, უცხოელი ექსპერტებისთვისაც გადამდები აღმოჩნდა. რუსმა ჟურნალისტმა ანდრეი ბაბიცკიმაც კი, თავის მოხსენების დასასრულს ამ ცდუნებას ვეღარ გაუძლო და თბილისისადმი მიძღვნილი ერთი ლექსი, რუსულ ენაზე თავადაც წაიკითხა, რომლის აუდიო ჩანაწერიც სკოლის ვებ-გვერდის ოქროს ფონდის განყოფილებაში კუთვნილ ადგილს დაიკავებს. თუმცა, მანამდე თავისი მოხსენებისას ყურადღება ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენებზე გაამახვილა და პოზიტიური შეფასება მისცა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას რუსეთის ჩრდილო კავკასიურ რესპუბლიკებში მცხოვრები მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის დაწესების შესახებ. მისი აზრით, ყოველგვარი შეზღუდვის მოხსნა უბრალო  ადამიანებს შორის ურთიერთობებს უწყობს ხელს, რაც შერიგებისა და ნდობის აღდგენის ერთ-ერთი ეფექტური ხერხია. ქართველმა ექსპერტებმა ძირითადად ყურადღება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტების მოგვარების თემას დაუთმეს, ამ მხრივ, მნიშვნელოვანი იყო კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის ოპტიმისტური მოხსენება, რომელიც მიმართული იყო აფხაზებთან და ოსებთან დიალოგის დაუყოვნებლივ დაწყების აუცილებლობის დასაბუთებისაკენ. ქართველი ექსპერტის თქმით, მიუხედავად დღეს არსებული გართულებული ურთიერთობებისა, საქართველოს ჯერ კიდევ აქვს რესურსი ამ ორი რეგიონის რეინტეგრაციისათვის. Mმისი თქმით, თუ ორივე მხარე აღიარებს დაშვებულ შეცდომებს და მესამე მხარის ჩაურევლად შესძლებს დიალოგის წარმართვას, ამ კონფლიქტების გადაწყვეტა 10 წელზე მეტს არ დაიკავებს. Aამ ოპტიზმის საფუძვლად კი, ქართველმა ექსპერტმა ის დემოგრაფიული გადაშენების საფრთხეც დაასახელა, ამ ორი რეგიონის მოსახლეობას რომ ემუქრება იმ შემთხვევეაში, თუ არსებული მდგომარეობა გაგრძელდება. Pპაატა ზაქარეიშვილის თქმით, თუ თავის დროზე რუსეთის ხელისუფლება საქართველოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის `კვიპროსიზაციით~ დაემუქრა, ახლა ამ ორი რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, საქართველოს აქვს უნიკალური შანსი რუსეთს კვიპროსის მაგალითით თავად დაემუქროს. რაც უპირველესად იმით გამოიხატება, რომ ეკონომიკა ააღორძინოს, განახორციელოს ქვეყნის დემოკრატიული გარდაქმნა და აფხაზებისათვის და ოსებისათვის ისეთივე მიმზიდველ ქვეყნად იქცეს, როგორც კვიპროსი იქცა, მისი სეპარატისტულ თურქულ რეგიონში მცხოვრები მოქალაქეებისათვის.
  სკოლის ათი წლის იუბილესთან დაკავშირებით, როგორც ქართველ, ასევე უცხოელ ექსპერტებსა თუ სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის დიპლომატებს, არც სკოლის მნიშვნელოვანი წვლილის აღნიშვნა გამორჩენიათ, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების განვითარებასა და პოლიტიკური კულტურის ამაღლების საქმეში რომ მიუძღვის. როგორც აღინიშნა, რადგანაც სკოლამ მოახერხა ეს ათწლიანი პერიოდი წარმატებით გაევლო, გაეძლო ამ პერიოდში ქვეყანაში გადატანილი არაერთი პოლიტიკური ქარტეხილისათვის, ამაღლებულიყო ამა თუ იმ პერიოდში არსებულ პოლიტიკურ კონიუნქტურაზე, ესე იგი სკოლის  შექმნის იდეამ გაამართლა. მათ ამის შესახებ ისაუბრეს, როგორც სემინარზე, ასვე ზოგიერთმა მათგანმა თავის სატელევიზიო ინტერვიუში (სიუჟეტს აქვე გთავაზობთ). ბოლო წლების განმავლობაში ათწლიან იუბილესთან დაკავშირებით პირველად დაირღვა სკოლის ტრადიცია და დარბაზში სემინარის მსვლელობისას დაშვებულ იქნა ერთ-ერთი ქართული ტელეკომპანიის ვიდეოკამერაც.
ბაკურიანში ახალი აკადემიური წლის პირველ სემინარს საზეიმო ელფერი შესძინა  საქართველოში ევროპის კავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის პერ ეკლუნდისათვის სკოლის 2010 წლის საუკეთესო ექსპერტის საპატიო წოდების მინიჭებამაც. მას სკოლის დამფუძნებელმა და დირექტორმა არმაზ ახვლედიანმა ამის დამადასტურებელი დიპლომი სემინარზევე გადასცა და მიუხედავად იმისა, რომ პერ ეკლუნდს დიპლომატიური უფლებამოსილების ვადა საქართველოში ეწურება, იგი როგორც სკოლის ერთგული მეგობარი და ექსპერტი, სკოლასთან ურთიერთობას არც ერთ შემთხვევაში არ შეწყვეტს. როგორც სემინარზე არმაზ ახვლედიანმა აღნიშნა: სკოლა არასდროს ივიწყებს მის მხარდამჭერებს და მათი დიპლომატიური სტატუსის მიუხედავად, კვლავაც მოიწვევს ასეთ ადამიანებს სტუმრად ან ექსპერტად.
26.10.2010


<< უკან დაბრუნება
Council of Europe
საერთაშორისო ქსელი
პუბლიკაციები
გალერეა
მემკვიდრეობა
გახდი მსმენელი

სიახლეები

შაბათი, 28 აპრილი 2018
ორშაბათი, 15 აგვისტო 2016
ხუთშაბათი, 16 ივნისი 2016
ხუთშაბათი, 19 მაისი 2016
ხუთშაბათი, 28 აპრილი 2016
ორშაბათი, 14 დეკემბერი 2015
სხვა სიახლეები
Tbilisi School of Political Studies. © 2009 - 2019 - All rights reserved
Designed by Makhviladze.com