გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი განახლებული ვებ–გვერდი?
შერიგების კულტურაზე იმსჯელებენ
21-22 ოქტომბერს ბაკურიანში გაიმართება სკოლის ახალი აკადემიური წლის პირველი სემინარი. იგი ცნობილი ქართველი ფილოსოფოსის მერაბ მამარდაშვილის დაბადებიდან 80 წლისთავს მიეძღვნება. თავად სემინარზე განსახილველ თემებს წითელ ზოლად გაჰყვება შერიგების კულტურის დამკვიდრების აუცილებლობა საქართველოში. სემინარის მუშაობაში ტრადიციისამებრ, მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ქართველი და უცხოელი ექსპერტები, მათ შორის იქნება ევროპის კავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი საქართველოში, სკოლის დიდი მეგობარი და გულშემატკივარი პერ ეკლუნდი. იგი სკოლას ამ სტატუსით ბოლოჯერ ესტუმრება, ვინაიდან მას საქართველოში უფლებამოსილების ვადა ეწურება. ახალი აკადემიური წლის სემინარს, საქართველოში აკრედიტებული არაერთი ქვეყნის ელჩიც დაესწრება, რაც ხაზს უსვამს სკოლასთან მათ მჭიდრო დამოკიდებულებას. სემინარს ესტუმრება ორი ცნობილი რუსი ჟურნალისტი: რადიო “ ექო კავკაზას” ხელმძღვანელი ანდრეი ბაბიცკი და “ ნოვაია გაზეტას “ ჟურნალისტი ზოია ეროშოკი. ამ სემინარს განსაკუთრებული სიმბოლური დატვირთვაც აქვს, რადგან ზუსტად ათი წლის წინათ, 2000 წლის ოქტომბერში, წინანდალში გაიმართა სკოლის პირველი სემინარი.
15.10.2010