GEO ENG
აგვისტო 2019
   1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

გამოკითხვა

მოგწონთ ჩვენი განახლებული ვებ–გვერდი?

დიახ არა არ ვიცი
წინ შედეგები

გასაუბრება დასრულდა, მსმენელთა შერჩევა - ჯერ არა!

7 სექტემბერს დასრულდა სკოლაში ჩარიცხვის მსურველთა გასაუბრების ციკლის ბოლო ეტაპი, რომელიც ზაფხულის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამჯერად სასტუმრო "თბილისი-მერიოტში" თავი მოიყარეს იმ აპლიკანტებმა, რომლებსაც გასაუბრების პროცედურის გავლა რიგითობის წესით ახლა მოუწიათ, ასევე იმათაც, ვისთვისაც ეს გასაუბრების მეორე ტური გამოდგა. ეს უკანასკნელნი, აგვისტოში ერთხელ უკვე წარსდგნენ კურსდამთავრებულებით დაკომპლექტებული კომისიის წინაშე, თუმცა როგორც მაშინ სკოლის დირექტორმა და შესარჩევი კომისიის ხელმძღვანელმა არმაზ ახვლედიანმა აღნიშნა, დამატებითი კითხვების გაჩენის შემთხვევაში, აპლიკანტებს კიდევ ერთხელ მოუწევდათ თავის წარმოჩენა. სკოლის ახალი საწავლო წლისათვის მსმენელთა შერჩევის ამ ბოლო ეტაპმაც სკოლისათვის დამახასიათებელ არსაგამოცდო, უფრო `სალონურ~ გარემოში ჩაიარა და სკოლის მომავალ თუ პოტენციურ მსმენელებს წინასწარ უკვე შეუქმნა ის განწყობა, სკოლაში ჩარიცხვის შემდეგ მთელი წლის განმავლობაში თან რომ გაჰყვებათ. გასაუბრებაზე კვლავ ხაზგასმით აღინიშნა, რომ სახელწოდების მიუხედავად, ეს აპოლიტიკური სკოლაა და აქ მოსული ახალგაზრდები პოლიტიკაზე მეტად, კულტურას ეუფლებიან.
ახლა კი, ყველაზე რთული აპლიკანტთა პროფესიების, ასაკისა თუ სხვა კრიტერიუმებით "სელექციის" და საუკეთესოებს შორის საუკეთესოების  გამოვლენის პროცესი იწყება. რომელიც 20 სექტემბრამდე სკოლაში ჩარიცხულ აპლიკანტთა ტელეფონებზე სკოლის დირექტორის სატელეფონო ზარით დაგვირგვინდება.

სხვა ფოტოების ნახვა

7.09.2010

07.09.2010


<< უკან დაბრუნება
Council of Europe
საერთაშორისო ქსელი
პუბლიკაციები
გალერეა
მემკვიდრეობა
გახდი მსმენელი

სიახლეები

შაბათი, 28 აპრილი 2018
ორშაბათი, 15 აგვისტო 2016
ხუთშაბათი, 16 ივნისი 2016
ხუთშაბათი, 19 მაისი 2016
ხუთშაბათი, 28 აპრილი 2016
ორშაბათი, 14 დეკემბერი 2015
სხვა სიახლეები
Tbilisi School of Political Studies. © 2009 - 2019 - All rights reserved
Designed by Makhviladze.com