გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი განახლებული ვებ–გვერდი?
სამოქალაქო და პოლიტიკური კულტურის ამაღლება სკოლის ასაკიდანვე
31 აგვისტოს სასტუმრო "რედისონში" თბილისის, ბაქოსა და ერევნის პოლიტიკური სწავლების სკოლების მონაწილეობით, ევროპის კავშირის სასკოლო პროექტის - "დემოკრატია იწყება შენით" ფარგლებში შერჩეულ მასწავლებელთა საერთო შეხვედრა-პრეზენტაცია გაიმართა. ამ პროექტის განხორციელება გასული წლის ნოემბრიდან დაიწყო და მისი მთავარი დონორები გერმანული პოლიტიკური ფონდი - "კონრად ადენაუერის ფონდი" და "ედუარდო ფრაის" ჰოლანდიური ფონდები არიან.
შეხვედრას ესწრებოდნენ, როგორც ამ პროექტის ფარგლებში განათლების სამინისტროს დახმარებით შერჩეული 20 სკოლის დირექტორი და 60 მასწავლებელი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
შეხვედრის მონაწილეებს ვრცელი სიტყვით მიმართა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დამფუძნებელმა და დირექტორმა არმაზ ახვლედიანმა. მან ამ პროექტის ახალი ეტაპის დაწყებას, ჩვენი ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი მოვლენა უწოდა. მისი თქმით, ამ პროექტის განხორციელებით, თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის 10 წლიანი ოცნება ახდა. სკოლა ხომ დაარსების დღიდან ფიქრობდა სამოქალაქო და პოლიტიკური კულტურის ადრეულ ასაკიდანვე სწავლების პრაკტიკის დანერგვას. არმაზ ახვლედიანის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ევროპის კავშირის ეს პროექტი, სამივე სამხრეთ კავკასიურ სახელმწიფოს მოიცავს და საჯარო სკოლის მოსწავლეთა და პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელთა სამოქალაქო განათლებისაკენ არის მიმართული. ამ რეგიონში უამრავი პრობლემა არსებობს, მაგრამ მისგან თავის დაღწევა იმიტომ გვიჭირს, რომ ამ პრობლემების გამომწვევ მიზეზებს სხვაგან ვეძებთ, და არა საკუთარ თავში. ამ პროექტის განხორციელებაში ლომის წვლილი სწორედ თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლას მიუძღვის. მაგრამ საბოლოო წარმატება იმით განისაზღვრება, თუ სამი წლის შემდეგ, როდესაც მისი განხორციელება დასრულდება, იგი რამდენად საგრძნობ კვალს დატოვებს ყველა მის მონაწილეში – დასძინა არმაზ ახვლედიანმა.
სხვა ფოტოების ნახვა

31.08.2010