GEO ENG
სექტემბერი 2019
      1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30       

გამოკითხვა

მოგწონთ ჩვენი განახლებული ვებ–გვერდი?

დიახ არა არ ვიცი
წინ შედეგები

სკოლაში ახალი აკადემიური წელი დაიწყო

როდესაც აგვისტოს ცხელ დღეებში ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ინსტიტუტები თუ სამოქალაქო სექტორი საარდადეგებო ციებ-ცხელებით არის მოცული - თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა ახალი აკადემიური წლის მსმენელთა მისაღებად გასაუბრებებს მართავს.

სკოლა არც მანამდე უჩიოდა ჩარიცხვის მსურველთა სიმცირეს, მაგრამ ამჯერად, 2009-2010 აკადემიური წლის აპლიკანტთა რიცხვი მართალაც რომ უპრეცედენტო გამოდგა. ევროპის საბჭოს მიერ დაშვებულ 32 ადგილზე, განაცხადი დაახლოებით 300 აპლიკანტმა შემოიტანა. ამის გამო სკოლის კურსდამთავრებულებისაგან და ექსპერტებისაგან შემდგარ კომისიას, სკოლის დირექტორის არმაზ ახვლედიანის ხელმძღვანელობით, მთელია გვისტოს განმავლობაში მოუხდა საუკეთესოებს შორის - საუკეთესოების არჩევა. საყურადღებოა, რომ იმ აპლიკანტებს, რომლებიც წელს ვერ მოხვდნენ სკოლაში, მომავალ წელს კვლავ აქვთ შესაძლებლობა მსმენელობაზე აპლიკაცია შემოიტანონ. კომისიამ, ახალ მსმენელთა შერჩევისას იხელმძღვანელა, არა მხოლოდ მათი პირადი თვისებებითა და მათი მომზადების დონით, არამედ სხვადასხვა პროფესიის ადამიანთა გონივრული დაბალანსების პრინციპით, რის გამოც შესაძლოა ბევრი ღირსეული, მაგრამ მსგავსი პროფესიის ადამიანი წელს ვერ მოხვდა სკოლაში. სკოლის სემინარის ფორმატი ხომ სხვადასხვა პროფესიის ადამიანების ნაკრები ჯგუფის დაკომპლექტებას ითვალისწინებს.  

2009-2010 აკადემიური წლის პირველი სემინარი კი, დაბა ბაკურიანში 15-17 ოქტომბერს გაიმართება.

15.09.2009


<< უკან დაბრუნება
Council of Europe
საერთაშორისო ქსელი
პუბლიკაციები
გალერეა
მემკვიდრეობა
გახდი მსმენელი

სიახლეები

შაბათი, 28 აპრილი 2018
ორშაბათი, 15 აგვისტო 2016
ხუთშაბათი, 16 ივნისი 2016
ხუთშაბათი, 19 მაისი 2016
ხუთშაბათი, 28 აპრილი 2016
ორშაბათი, 14 დეკემბერი 2015
სხვა სიახლეები
Tbilisi School of Political Studies. © 2009 - 2019 - All rights reserved
Designed by Makhviladze.com