GEO ENG
სექტემბერი 2019
      1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30       

გამოკითხვა

მოგწონთ ჩვენი განახლებული ვებ–გვერდი?

დიახ არა არ ვიცი
წინ შედეგები

ქართულ–რუსული ომის გამოძახილი

მიმდინარე წლის 7-9 მაისს, დაბა ბაკურიანში გამართული სკოლის სემინარის მთავარი განსახილველი თემა ნდობის აღდგენა იყო. სემინარი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების 70 წლისთავს მიეძღვნა და შესაბამისად, სემინარზე განსახილველი თემატიკის აქცენტები წინასწარ უკვე გამოიკვეთა.

ისევე, როგორც 90-იანწლებში, ამჟამადაც ქვეყანა ვერ ახერხებს ერთგვარი მოჯადოებული პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლას. ამ პოლიტიკურ კრიზისებს მუდამ თან ახლავს საზოგადოების სხვადასხვა დაპირისპირებულ ბანაკებად დაყოფა, პოლიტიკური პრობლემების ძალისმიერი გადაწყვეტის მუდმივი საფრთხე და ა.შ. სკოლის სემინარი დაემთხვა თბილისში მომიტინგეების მიერ პოლიციის შენობის იერიშით აღების მცდელობას. ბაკურიანში თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის სემინარზე მოწყობილი მრგვალი მაგიდა ის ერთადერთი ადგილი იყო, სადაც არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე მშვიდ ვითარებაში მსჯელობდნენ. 

სკოლის სემინარზე შიდა ქართულ პოლიტიკურ პრობლემატიკაზე მსჯელობასთან ერთად, ქართველი და რუსი ექსპერტების მონაწილეობით, აგვისტოს რუსულ-ქართული ომის შედეგებზეც იმსჯელეს. რუსმა პროფესორმა ანდრეი მაკარიჩევმა თავისი მოხსენებისას ყურადღება გაამახვილა თუ რა ზეგავლენა მოახდინა ამ ომმა რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობებზე. მისი თქმით, მოსკოველი და რუსეთის რეგიონებში მოღვაწე ექსპერტების მოსაზრებები ამ თემასთან დაკავშირებით ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავდება. ქართულ-რუსულმა ომმა რუსეთის აკადემიურ წრეებშიც დიდი გამოხმაურება ჰპოვა. მისივე თქმით, კრემლმა აგვისტოს ომს შემდეგი შეფასება მისცა: ეს არის ახალი გეოპოლიტიკური რეალობის დასაწყისი და რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი ათვლის წერტილი.  
09.05.2009


<< უკან დაბრუნება
Council of Europe
საერთაშორისო ქსელი
პუბლიკაციები
გალერეა
მემკვიდრეობა
გახდი მსმენელი

სიახლეები

შაბათი, 28 აპრილი 2018
ორშაბათი, 15 აგვისტო 2016
ხუთშაბათი, 16 ივნისი 2016
ხუთშაბათი, 19 მაისი 2016
ხუთშაბათი, 28 აპრილი 2016
ორშაბათი, 14 დეკემბერი 2015
სხვა სიახლეები
Tbilisi School of Political Studies. © 2009 - 2019 - All rights reserved
Designed by Makhviladze.com