GEO ENG
ოქტომბერი 2017
      1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31      

გამოკითხვა

მოგწონთ ჩვენი განახლებული ვებ–გვერდი?

დიახ არა არ ვიცი
წინ შედეგები

დირექტორის მიმართვა

როდესაც 90-იანი წლების დასაწყისში სკოლის დაარსების იდეა გაჩნდა, მთავარი ამ ჩანაფიქრში იმ თავითვე ასე ჩამოყალიბდა – ვისწავლოთ სახელმწიფოს მშენებლობის ხელოვნება, დავძლიოთ პოლიტიკური უკულტურობა, დავეუფლოთ დიალოგის კულტურას... მაშინ ეს ამოცანები ბევრისათვის უცხო იყო. მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა, ამ თემებმა არა თუ დაკარგეს აქტუალობა, არამედ ახლა როგორც არასდროს განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინეს.

რაოდენ სამწუხაროა, რომ დღესაც ეს სატკივარი ტკივა საქართველოს. ქვეყანა ვითარდება, წინ მიდის, მაგრამ არ იცვლება მთავარი: ჩვენ ვერ ვახერხებთ წარსულის შეცდომების გათვალისწინებას, არ გვესმის რას ნიშნავს ხმა სინდისისა და რატომ უთქვამს ბრძენკაცს, რომ ყოველი მარცხი – უფლის ნებაა.

პოლიტიკური პროცესის მონაწილეებს ხშირად ავიწყდებათ, რომ პოლიტიკური ვნება უკიდურესად სახიფათო სენია. მისგან გათავისუფლება კი, მხოლოდ განათლებულ ადამიანებს შეუძლიათ.                 

საქართველოს ისტორიული შანსი – ახალი, დემოკრატიული  სახელმწიფოს შექმნა – ჩვენი საზოგადოების ხელშია. ღვთის მადლი, კეთილი მეგობრების თანადგომა და სწორედ ჩვენი სამოქალაქო ინიციატივების გააქტიურება შეგვაძლებინებს ილია ჭავჭავაძის ნანატრი სამშობლოს აღორძინებას.

სკოლა და თითოეული ჩვენგანი მზად უნდა ვიყოთ ვიკისროთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა, ვისწავლოთ სახელმწიფოებრივი აზროვნება და ყოველდღიური შრომით, ცოდნით, შინაგანი წესიერებითა და დემოკრატიული ფასეულობების ერთგულებით შევეშველოთ, ხელი შევუწყოთ ქვეყნის კეთილდღეობას.

ამ რთულ გზაზე ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რაოდენ სახიფათოა წარმატებით თაბრუდახვევა, თვითკმაყოფილება, რაოდენ მნიშვნელოვანია მუდმივი დემოკრატიული აუდიტი პოლიტიკური სისტემისთვის და თითოეული პოლიტიკოსისათვის.

მესამე ათასწლეული დაგვიდგა, ჩვენ კი, უამრავი რამ დაგვრჩამოუწესრიგებელი. ქრონიკულად მოუგვარებელ ყოფით პრობლემებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, რა ვუყოთ, დაჭრილ, დანაწევრებულ საქართველოს? რით განვკურნოთ ქვეყნის დასნეულებული სხეული? როგორ შევინარჩუნოთ სახელმწიფოებრიობა და თვითმყოფადობა? როგორ ავაშენოთ სამართლებრივი სახელმწიფო, რომელშიც მტკიცედ დავიცავდით ადამიანის უფლებებს, სადაც უმთავრესი ფასეულობა – სულიერი სიწმინდე და ზნეობა იქნებოდა?

მოდით, ყველამ ერთად, სკოლაში და მის გარეთ ამ ჭეშმარიტების აღიარებით, სამოქალაქო ინიციატივების გაღრმავებითა და თავდადებით ვაშენოთ ჩვენი ქვეყანა.

Council of Europe
საერთაშორისო ქსელი
პუბლიკაციები
გალერეა
მემკვიდრეობა
გახდი მსმენელი

სიახლეები

სამშაბათი, 11 აპრილი 2017
ორშაბათი, 15 აგვისტო 2016
ხუთშაბათი, 16 ივნისი 2016
ხუთშაბათი, 19 მაისი 2016
ხუთშაბათი, 28 აპრილი 2016
ორშაბათი, 14 დეკემბერი 2015
სხვა სიახლეები
Tbilisi School of Political Studies. © 2009 - 2017 - All rights reserved
Designed by Makhviladze.com